Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დანაშაული, რომელმაც სრულიად საბერძნეთი შეძრა

დანაშაული, რომელმაც სრულიად საბერძნეთი შეძრა

ბოროტმოქმედი, რომელსაც 4-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოსგან სასჯელის შემცირებას ითხოვს.

61 წლის კაცმა ილიადან ცოლ-ქმარი, რომელსაც ილიაში, კერძოდ ანდრავიდაში მისი სახლი ჰქონდა ნაქირავები, მათ ორ შვილთან ერთად გამოასალმა სიცოცხლეს.

მკვლელობის მიზეზი რამდენიმე თვის გადაუხდელი ქირა გახდა.

ბინის მეპატრონემ, რომელიც თანამედროვე ისტორიაში “ჯალათი მეზობელი ოთახიდან” სახელით შევიდა, ჯერ წყვილი მოკლა, შემდეგ კი მათი 2 შვილი გაგუდა. 

32 წლის კაცისა და 28 წლის ქალის ცხედრები სახლის სარდაფში, ფურგონის მისაბმელში ჩამალული იპოვეს. მათი 3 წლის შვილი სარდაფის იატაკზე, თეთრეულში გახვეული, ხოლო 2 წლის ბავშვი კი შემთხვევით მისმა 12 წლის ძმამ სახლში იპოვა, რომელიც სრულიად შემთხვევით არ იმყოფებოდა სახლში მკვლელობის დროს და მოგვიანებით დაბრუნდა.

საქმე წინასწარ კარგად დაგეგმილ დანაშაულთან გვაქვს და ამაზე დამნაშავის ქმედებაც მიუთითებს, რომელმაც მკვლელობიდან დაუყოვნებლივ სცადა ცხედრების გადამალვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თავადვე აღიარა, რომ თანხის ამოღება, რომელიც წყვილს მართებდა, სისხლით შეძლო. 

3 წლის შემდეგ სახლი, რომელშიც მკვლეობა მოხდა, ისევ დალუქულია. 

ბოროტმოქმედი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა თითოეული მკვლელობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მეორე შანსს სთხოვს და იმედი აქვს, რომ მისი სასჯელი შემცირდება.

სააპელაციო სასამართლო რამდენიმე თვეშია დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 12 წლის ბიჭი, რომელიც დედას წინა ქორწინებიდან ჰყავდა და რომელიც სასწაულებრივად, სრულიად შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას, ამჟამად მამასთან ერთად ცხოვრობს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *