Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

დანი იანაკოპულუს გოგონა შეეძინა

დანი იანაკოპულუს გოგონა შეეძინა

დანი განაკოპულუმ ხუთშაბათს, 9 მაისს, დილით იმშობიარა. ეს მისთვის პირველი მშობიარობა იყო და მას გოგონა შეეძინა.

მსახიობმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი სამშობიაროდან, რომელზეც აღბეჭდილია მისი ხელი სპეციალური სამაჯურით.

გასულ თვეს დანი იანოკოპულუ სატელევიზიო გადაცემა “Ελένη¨-ში იყო მიწვეული სადაც ისაუბრა ორსულობაზე და ცვლილებებზე რაც ამ მდგომარეობამ მის ყოველდღიურობაში მოახდინა.

“საერთოდ არ მძინავს. მასიმუმ ორი საათით ჩამეძინოს. მცირედი ტკივილები მაქვს, სტრესი, რომელიც ორსულობის დადგენიდანვე მქონდა, რადგან აღმოვაჩინეთ რომ ცოტა სირთულეებს წავაწყდებოდი ორსულობის პერიოდში. არ ყოფილა დაგეგმილი ჩემი ორსულობა. ვიცოდი რომ სერიალში ვიღებდი მონაწილეობას და არ მსურდა რაიმე პრობლემა შემექმნა სერიალის გადაღების მსვლელობისთვის. თუმცა რათქმაუნდა ჩემზეც ხდებოდა ყოველდღიური ზეწოლა რომ ასაკი მემატება და უნდა გამოვიყენო შანსი სანამ მაქვს და გავაჩინო ბავშვი” – განაცხადა მსახიობმა.

“არ ვიცი რატომ გვიწევს ამ სტრესის გავლა ქალებს. თითქოს ვადის გასვლის თარიღი აქვთ ჩვენს კვერცხუჯრედებს და ვთვლი, რომ ძალიან სტრესულია ამ ფაქტის გააზრება. ეს თემა საკმაოზე მეტადაც განვიხილეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ვთქვით, რომ მოვიდოდა დრო როცა დავიწყებდით მცდელობას. თუმცა ეს მომენტი სწრაფად დადგა. გაგვიმართლა”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *