Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

დატბორილ პალამასში წყლიდან 2,5 მეტრი სიგრძის გველი ამოიყვანეს

წყალდიდობის შემდეგ პალამას კარდიცაში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა წყლიდან სულ მცირე, 2,5 მეტრი სიგრძის გველი ამოიყვანა.

კერძოდ, როგორც ამ ტერიტორიის მაცხოვრებლის მიერ ფეისბუქზე თან დართული ფოტოთი გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, ლაფიატი ან ლაფიტი არის კაინოფიდების ოჯახის არაშხამიანი გველი.

აღნიშნულია, რომ 130 000-ზე მეტი მკვდარი ცხოველი და ტონა ნაგვის გროვა ლარისაში, ტრიკალაში, კარდიცასა და ვოლოსში სასიკვდილო უამინდობის შედეგად დატოვებულ საშინელ კადრებს ქმნის.

მკვდარ ცხოველებს ნაგავსაყრელზე ყრიან  და არ  ხდება კრემაცია, რის გამოც სუნი აუტანელია და წყლის ნაკლებობა კიდევ უფრო ართულებს ჰიგიენის წესების დაცვას.

ექსპერტების მიერ მოსახლეობისთვის რეკომენდირებულია ნიღბების ტარება. ამ  დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია 1396 ადამიანი, მათგან 48 გასტროენტერიტით, 65 კი რესპირატორული ინფექციით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *