Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საზაფხულოდ გემების ბილეთების ფასები არ მოიმატებს – კიდევ ერთხელ განაცხადა ვასილის კიკილიასმა

საზაფხულოდ გემების ბილეთების ფასები არ მოიმატებს – კიდევ ერთხელ განაცხადა ვასილის კიკილიასმა

სულ ცოტახნის წინ საზღვაო გადაზიდვებისა და კუნძულთაშორისი პოლიტიკის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა, ისაუბრა ფასდაკლებებზე, რომლებსაც გემით მოგზაურობის მსურველი ოჯახები მიიღებენ პორტის მოსაკრებლების შემცირების პოლიტიკის გატარების გამო.

“სრულიად ევროპის მასშტაბით იყო გამოცხადებული, რომ გემების ბილეთების ფასი მოიმატებდა, ფასების მატება მოსალოდნელი იყო 13%-ით. ფასების მატება კი საწვავის ღირებულებამ გამოიწვია. თუმცა ჩვენ ფასების მატების შეჩერების გზა გამოვნახეთ და ამას ხვალიდან თქვენც იხილავთ. პორტის მოსაკრებლის 50%-ით შემცირების შედეგად გაიზრდება ტურიზმის რაოდენობა ქვეყანაში. სააღდგომოდ უკვე 3,2%-ით იყო შემცირებული ბილეთების ფასები, ხოლო 20-30%-ით კიდევ ბერძენი ოჯახებისთვის. ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შევძლებდით ბილეთების ფასების შემცირებას და ამბობდნენ რომ კი არ იკლებდა ფასი, არამედ მოიმატებდა. თუმცა ახლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისინი ცდებოდნენ. ბილეთების ფასები მთელი სეზონის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ჩვენი მთავარი მიზანია ბერძენი ოჯახებისთვის გემებით მგზავრობა ფუფუნებას არ წარმოადგენდეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *