Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა – რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე

მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა – რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე

ყოფილმა ძალოსანმა დაკითხვაზე აღიარა, რომ სწორედ მან შეიძინა 2-ჯერ ნარკოტიკული ნივთიერება იმისთვის რომ სასტუმროს ნომერში მირტოსთან და 23 წლის ბრალდებულთან ერთად მიეღო. მეორედ კოკაინი გამთენიის 4 საათზე მიიღეს და სწორედ ამ დროს იგრძნო თავი შეუძლოდ მირტომ.

განაცხადა, რომ თანხა სამივემ ერთად შეაგროვა ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად ხოლო ის დაუკავშირდა თავად ნარკოდილერს. 

როდესაც დაინახა, რომ მირტო თავს შეუძლოდ გრძნობდა იფიქრა, რომ ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, პირი გაუხსნა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. აცხადებს, რომ ხელზე ნაკბენებიც აქვს მირტოსგან და ითხოვს, ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რათა მისი ნათქვამი დადასტურდეს.

ბრალდებული აცხადებს, რომ მირტო არ მიუტოვებიათ. როგორც კი გარეთ გაიყვანეს გამოიძახეს სასწრაფო და ელოდებოდნენ ბრიგადას მირტოსთან ერთად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *