Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დრამა: პოლიციის სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა დიდი რაოდენობის კანაფს მიაკვლია.

დრამა: პოლიციის სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა დიდი რაოდენობის კანაფს მიაკვლია.

პოლიციის სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა ვერამ, ორი უცხოელი მოქალაქის სახლში, 14 შავ ნაგვის ტომარაში, 61 კგ  კანაფი იპოვა.

ინფორმაცია, რომელიც დრამის პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ ორი უცხოელის საქმიანობის შესახებ ნამდვილი აღმოჩნდა. ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე სახლს სპეციალურად ქირაობდნენ რათა იქ შეენახათ დიდი რაოდენობის კანაფი რომლის გაყიდვას თესალონიკში და ცენტრალური მაკედონიის რაიონში გეგმავდნენ.

როდესაც კონკრეტული სახლი იპოვეს, პოლიციის ოფიცრებმა კვირას, შუადღისას, კოორდინირებული ოპერაციით დააკავეს დამნაშავეები, შემდეგ კი ძებნა გაწვრთნილმა ძაღლმა „ვერამ“ დაიწყო, მან 14 შავი ნაგვის ტომარა იპოვა, რომელშიც 61 კგ და 445 გრამი კანაფი იყო მოთავსებული.

ორი უცხოელი, რომლებიც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში მოქმედი ორგანიზებული გუნდის წევრად ითვლება, დააკავეს და ამოიღეს ოთხი მობილური ტელეფონი. პოლიციამ პროკურორისგან ნებართვა მოითხოვა რათა მათი სატელეფონო საუბრები გახსნილი იქნეს მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების მიზნით. დრამის პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების ფარგლებში, გაირკვა, რომ ორი დაკავებულიდან, ერთი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა და მას ნარკოთიკის შემოტანის და მისი ვაჭრონის გარდა დამატებით ბრალი წაუყენეს, ქვეყანაში უკანონოდ საზღვის გადმოკვეთისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *