Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ორწლიანი პირობითი სასჯელი ქალს, რომელმაც დედამთილი ქუჩაში სცემა

წარმოუდგენელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი თესალონიკში, როდესაც წყვილის  ქორწინება არც თუ ისე მშვიდობიანად  დასრულდა, რადგან განქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე 36 წლის ქალი 70 წლის დედამთილს თავს დაესხა და სცემა.

თესალონიკის სისხლის სამართლის სასამართლომ ქალს  2 წლით  პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაიმე შემამსუბუქებელი გარემოებების აღიარების გარეშე.

ქალი დამნაშავედ ცნეს ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც მას წაუყენეს, კერძოდ, საჯარო უხამსობა, სხვისი ქონების დაზიანება, ოჯახური მუქარა და ოჯახში ძალადობა.

ინციდენტი მოხდა 16 აპრილს, კვირას, დღის მეორე ნახევარში, როდესაც ბრალდებული ტელეფონით დაუკავშირდა თავის 14 წლის ქალიშვილს, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა ბებიის სახლში.

მათ შორის საკმაოდ დაძაბული საუბრის შემდეგ ქალი  დედამთილის სახლში მივიდა და როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ხმამაღალი ყვირილი და ლანძღვა დაიწყო.

„მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს. იმ დღეს უფროს ქალიშვილთან ერთად დედაჩემის სახლში ვიყავით, ბრალდებულმა  ბავშვს  დაურეკა,სახლის გასაღები სთხოვა და უთხრა, სახლში აღარ დაბრუნებულიყო.

როგორც კი მოვიდა და მანქანიდან გადმოვიდა ყვირილი დაიწყო.

როდესაც ბავშვმა გასაღები მისცა მან დააზიანა ჩემი მანქანა, მარცხენა კარი და  საქარე მინის საწმენდები ჩაამტვრია და ა.შ.“ – განაცხადა ბრალდებულის 42 წლის მეუღლემ.

ჩვენებაში მან სასამართლოს ასევე განუცხადა, რომ  მისმა მეუღლემ სცადა დედამთილის ბინაში შეღწევა და რადგან კარს არ უღებდნენ საცხოვრებელი კორპუსის კარი ძლიერი დარტყმებით ჩამოაგდო.

თუმცა, წარმოუდგენელი ინციდენტი ამით არ დასრულებულა, რადგან ბრალდებული გააფთრებული სახით ჩაჯდა მანქანაში  და სცადა  იქვე მყოფ მეზობელს დაჯახებოდა,  რომელმაც პოლიცია გამოიძახა, თუმცა საბედნიეროდ ვერ შეძლო, რის შემდეგაც  ფიზიკურად დაუპირისპირდა მას.

მამაკაცმა  შეძლო  თავდამსხმელისთვის გასაღების წართმევა რომ მანქანაში ვეღარ  ჩამჯდარიყო.

შუა ქუჩაში მომხდარი წარმოუდგენელი შემთხვევის დანახვისას, ქმარი 70 წლის დედასთან ერთად გამოვიდა, რათა მეზობელი  ცოლისთვის   ხელიდან გამოეგლიჯა.

„დედაჩემის დანახვისთანავე მივარდა მას, უბიძგა, მიწაზე დააგდო და სახეში წიხლის დარტყმას ცდილობდა, სხეულზე რამდენიმე ადგილზე მიაყენა დაზიანება”- განაცხადა კაცმა.

მისი თქმით, ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა მისი მეუღლის მხრიდან, რადგან მათი 16 წლიანი ქორწინების განმავლობაში ქალს  არაერთხელ  გამოუვლენია აგრესიული ქმედებები და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ.

როგორც ირკვევა, მომხდარი ინციდენტი უკავშირდება განქორწინებას, რომელსაც მამაკაცმა მეუღლის  წინააღმდეგობის მიუხედავად, გუშინ ოფიციალურად მოაწერა ხელი.

ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა და მას ადვოკატი წარმოადგენდა, რომელმაც განაცხადა, რომ 36 წლის ქალი თუმცა  აღიარებს, რომ ზიანი მიაყენა ავტომანქანას და  მზად არის შეაკეთოს იგი, მაგრამ  დედამთილთან დაკავშირებულ ძალადობის ეპიზოდს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო დარბაზში მოწმის სახით  იმყოფებოდა რამდენიმე მეზობელი, რომლებიც ინციდენტის თვითმხილველები არიან და  ბრალდებულის  წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაში   ძალადობის ფაქტები დაადასტურეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *