Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

დღეიდან თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდა

დღეიდან თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდა

დღეიდან სრულად ამოქმედდა ევროკავშირის ახალი შეთანხმება თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ერთიან წესებს აწესებს მიგრაციის მართვის, თავშესაფრის მოთხოვნების განხილვის, გარე საზღვრების დაცვისა და დაბრუნების პროცესების ორგანიზებისთვის.

1. რა იცვლება ახალი შეთანხმებით?

ახალი სისტემა ითვალისწინებს უფრო მკაცრ კონტროლს ევროკავშირის გარე საზღვრებზე, თავშესაფრის მინიჭებისა და დაბრუნების დაჩქარებულ პროცედურებს და ევროკავშირის სოლიდარობის სავალდებულო მექანიზმს, რომელიც განსაკუთრებით ეხმარება პირველი ხაზის ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი.

2. რა არის „სქრინინგი“ (screening)?

სქრინინგი არის სავალდებულო პირველადი შემოწმება ყველა იმ პირისთვის, ვინც ქვეყანაში არალეგალურად შედის განურჩევლად იმისა ითხოვს თუ არა თავშესაფარს. სქრინინგის პროცესი მოიცავს პიროვნების იდენტიფიკაციას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და უსაფრთხოების დეტალურ კონტროლს.

3. რამდენ ხანს გრძელდება სქრინინგი?

საზღვარზე პროცედურა მაქსიმუმ 7 დღეში უნდა დასრულდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით – 3 დღეში.

4. რა ხდება სქრინინგის დასრულების შემდეგ?

შემოწმების შემდეგ მესამე ქვეყნის მოქალაქე გადის სამიდან ერთ-ერთ პროცედურას:

  • თავშესაფრის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა;
  • დაბრუნების პროცესი;
  • სხვა ევროკავშირის ქვეყანაში გადანაწილება (რელოკაცია).

5. იძულებით გადაადგილებული პირების რა კატეგორია ექვემდებარება საზღვარზე დაჩქარებული წესით თავშესაფრის მინიჭების პროცედურის გავლას? 

ძირითადად ის პირები, რომლებიც საბერძეთის საზრვარს კვეთენ ქვეყნებიდან, სადაც თავშესაფრის მინიჭების საჭიროების მაჩვენებელი დაბალია, ან ისინი, ვინც ცდილობენ ეროვნული ორგანოების შეცდომაში შეყვანას. თავშესაფრის მინიჭება არ მინიჭების პროცედურა მაქსიმუმ 12 კვირაში უნდა დასრულდეს. ამ პერიოდში პირი ოფიციალურად არ ითვლება ქვეყანაში შესულად, არ აქვს სამუშაო ბაზარზე წვდომა და იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში ან ცენტრებში, სადაც მკაცრი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს.

6. რა წესები ვრცელდება  იძულებით გადაადგილებული პირის პროფილის მქონე ადამიანებზე?

პირები, რომლებსაც საერთაშორისო დაცვის მიღების მაღალი შანსი აქვთ, სტანდარტულ თავშესაფრის მინიჭების პროცედურას გადიან. მათ შეუძლიათ ქვეყანაში კანონიერად შესვლა და აქვთ მუშაობის და განათლების მიღების უფლება ისევე როგორც სხვა სოციალური უფლებებით სარგებლობა.

7. რა ხდება თავშესაფრის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში?

თუ განაცხადი უარყოფილია, პარალელურად გაიცემა დაბრუნების გადაწყვეტილება. პირი ან ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას, ან შესაბამისი ორგანოების მიერ იძულებით ბრუნდება წარმოშობის ქვეყანაში.

8. რა სარგებელს იღებს საბერძნეთი სოლიდარობის ახალი მექანიზმიდან?

საბერძნეთი იღებს ინსტიტუციონალიზებულ ევროპულ მხარდაჭერას:

  • მიგრანტების სხვა ქვეყნებში გადანაწილების გზით;
  • ფინანსური დახმარებით;
  • ოპერატიული და ტექნიკური მხარდაჭერით.

ეს ამცირებს ქვეყანაზე მიგრაციული ზეწოლის ტვირთს.

9. რა იცვლება დუბლინის რეგულაციის ფარგლებში?

საბერძნეთის შეთანხმებების საფუძველზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდები, ახალი შეთანხმების ამოქმედებამდე დაგროვილი დაბრუნების საქმეები იხურება. შედეგად, ქვეყანა თავისუფლდება ძველი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისგან.

10. რა არის „დაბრუნების ცენტრები“ (Return Hubs)?

ეს არის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე სპეციალური ცენტრები, სადაც შეიძლება გადაიყვანონ ის პირები, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილია ან რომელთა მიმართ დაბრუნების გადაწყვეტილებაა მიღებული.

მათი მიზანია:

  • დაბრუნების პროცესების უფრო ეფექტიანი მართვა;
  • ევროპაში უკანონო დარჩენის პრევენცია.

საბერძნეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია და დანია ერთობლივად მუშაობენ მსგავსი ცენტრების შექმნაზე. პირველი შეთანხმებების გაფორმება აფრიკის ქვეყნებთან 2026 წლის განმავლობაში იგეგმება, ხოლო ცენტრების ამოქმედება – 2027 წლიდან.

11. რას ითვალისწინებს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების პრინციპი?

საბერძნეთი უკვე ახორციელებს ევროკავშირის ახალი დაბრუნების რეგულაციის მნიშვნელოვან დებულებებს. პარალელურად, შენარჩუნებულია „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ სია, რომელშიც შედის:

  • ეგვიპტე;
  • პაკისტანი;
  • ბანგლადეში.

ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნები უფრო სწრაფი წესით განიხილება, რადგან მიიჩნევა, რომ ამ ქვეყნებში არ არსებობს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების ზოგადი საფრთხე. მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ იწყება დაბრუნების პროცედურა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *