Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგით გადაადგილდება

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგით გადაადგილდება

საბერძნეთის სატრანსპორტო სამინისტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირებას და ავტობუსების მოძრაობის სიხშირის გაზრდას გეგმავს. ΟΑΣΑ-ს 15 სტანდარტულ ავტობუსის ხაზზე 2026 წლის პირველ ნახევარში, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პიკის საათებში ავტობუსებს შორის ინტერვალი 13,6%-ით შემცირდა.
1 ოქტომბრიდან კი ΟΑΣΑ სტანდარტული ავტობუსის ხაზების რაოდენობას 15-დან 20-მდე გაზრდის. ხუთ ახალ ხაზს დამატებითი ავტობუსები მოემსახურება, ხოლო პიკის საათებში მათი მოძრაობის ინტერვალი 12 წუთს არ გადააჭარბებს.
ახალი სტანდარტული ხაზებია:
– 051 – Στ. Υπεραστικών Λεωφορείων Κηφισού – Ομόνοια (აკადემიის გავლით)
– 214 – Ζωοδόχος Πηγή – Ακαδημία
– 732 – Ίλιον – Αγ. Φανούριος – Ακαδημία
– 822 – Στ. Αγ. Αντώνιος – Νέα Ζωή
– Α15 – Στ. Λαρίσης – Δάσος
უკვე მოქმედ 15 სტანდარტულ ხაზს შორისაა 040, 550, 608, 703, 843, Α2, Α5, Α7, Α8 და Α13.
გარდა ამისა, 11 სექტემბრიდან ზამთრის განრიგი ამოქმედდება, პიკის საათებში გაიზრდება მეტროს მოძრაობის სიხშირეც. ხაზი 1 იმოძრავებს დაახლოებით ყოველ 6,5 წუთში, ხაზი 2 – ყოველ 4,5 წუთში, ხოლო ხაზი 3 – ყოველ 4 წუთში.
ტრამვაის მე-6 ხაზის ინტერვალი 7,5 წუთამდე შემცირდება, ხოლო ხაზი 7-ის – 9 წუთამდე.
ცვლილებების მთავარი მიზანია მგზავრების ლოდინის დროის შემცირება, უფრო ხშირი რეისების უზრუნველყოფა და ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური მომსახურების გაუმჯობესება.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *