შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ
შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ პრაქტიკული კითხვები: ნორმალურია თუ არა ტკივილი ჭრილობის არეში, როდის შეიძლება გვერდზე დაძინება, ხანგრძლივად სიარული ან ავტომობილის მართვა და რა უნდა გააკეთონ სიცხის, ჭრილობის გაწითლების ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში.
თუ ადრე ასეთ კითხვებზე პასუხებს პაციენტები საავადმყოფოს წერილობით ინსტრუქციებში, ექიმთან სატელეფონო კონსულტაციით ან ინტერნეტში ეძებდნენ, დღეს სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს.
ამ საკითხის შესასწავლად ათენის „ევანგელიზმოს“-ის საავადმყოფოს კარდიოქირურგიული კლინიკის სპეციალისტებმა ხელოვნური ინტელექტის სამი პოპულარული პლატფორმის გამოყენებით ექსპერიმენტი ჩაატარეს. მიზანი იყო იმის შეფასება, რამდენად შეუძლია AI-ს პაციენტებისთვის ოპერაციის შემდგომ პერიოდში გავრცელებულ კითხვებზე გასაგები და პრაქტიკული პასუხების გაცემა.
ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა პასუხის სწრაფად და მარტივი ენით მიწოდებაა. ჩატბოტს შეუძლია რთული სამედიცინო ტერმინების ახსნა და პაციენტისთვის ინფორმაციის ორგანიზება. თუმცა, AI ვერ შეცვლის ექიმის კონსულტაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს ისეთი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა გართულებაზე მიუთითებდეს.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული „ექსპერიმენტი“ სწორედ იმის გარკვევას ემსახურება, რამდენად უსაფრთხო და სანდოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ოპერაციის შემდგომი პერიოდის ინფორმაციის მისაღებად.
