Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს

დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს

მეტეოროლოგი პანაიოტის იანოპულოსის განცხადების თანახმად დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში შტორმიც კია მოსალოდნელი, დაუბერავენ ძლიერი ქარებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიკლებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 38-39 გრადუსს უნდა ველოდოთ, ხოლო კუნძულ კრეტაზე კი 40 გრადუსიც კია მოსალოდნელი. თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა და შტორმი. ამინდის გაუარესებას განსაკუთრებით აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკში უნდა ველოდოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ტემპერატურის რადიკალურმა ცვლილებამ და გუშინ ღამით ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვერიაში მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია. ქალაქში და ქალაქ გარეთ ქარმა ხეები მოგლიჯა. ელიას ქუჩაძე მოწყვეტილი ხე პირდაპირ ცენტრალურ მოედანზე დაეცა, რის შედეგადაც გზა მთლიანად ჩაიხერგა.

 

ათენის ცენტრში კი დღეს ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს, ხოლო შაბათ-კვირას 33-34 გრადუსამდე იმერყევებს.

საკლონიკში 33 გრადუსია მოსალოდნელი როგორც დღეს ისე შაბათ-კვირას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *