Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან ღამის საათებში ელექტროენერგიის საფასურის შემცირებული ტარიფი ამოქმედდება

დღეიდან, 1 ნოემბრიდან ელექტროენერგიის საფასურის  ღამის შემცირებული ტარიფი ამოქმედდება.

ზამთრის ტარიფი მოიცავს 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდს და შემდეგ საათობრივ მონაკვეთებს:

• 02:00-08:00 და 15:00-17:00, მატერიკზე და მის ერთმანეთთან დაკავშირებულ კუნძულებზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის.

• 02:00-08:00 და 15:30-17:30, ურთიერთდაკავშირებულ კუნძულებზე მცხოვრებ  მომხმარებლებისთვის.

ღამის ტარიფზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ტარიფი გაიცემა დაინტერესებული მხარის სახელზე და პროცედურა განხორციელდება ორი გზით:

-DEDDIE სერვისის აპლიკაციის საშუალებით.

– ტელეფონით 800 400 4000

აღნიშნულია, რომ ღამის ტარიფის გააქტიურების სერვისი ფასიანია.

შეგახსენებთ, რომ ასევე მოქმედებს უწყვეტი განრიგი 23 საათიდან დილის 7 საათამდე. ეს ეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე იყენებენ მას და არ სურთ მისი შეცვლა.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ტარიფის წყვეტილ საათობრივ მონაკვეთებს, კონკრეტულად კი ტარიფის მოქმედებს დროს 3:00 დან 5:00 მდე და 02:00 დან 08:00 მდე, მისი გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ღამის ტარიფი დროითი შუალედებით- 02:00 საათიდან 08:00 საათამდე და 15:00 დან 17:00 საათამდე 2018 წლის 30 აპრილამდე.

ახალი მომხმარებლები, რომლებიც მოითხოვენ ღამის ტარიფს, მიიღებენ ფასდაკლებას მხოლოდ ამ საათობრივი ინტერვალით და მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ უწყვეტი ტარიფი და სურთ შეცვალონ და მიიღონ ახალი ტარიფი წყვეტილი საათობრივი ინტერვალით, რის შემდეგაც მათ უკვე აღარ შეეძლებათ დაუბრუნდნენ ძველ, უწყვეტ საათობრივ ტარიფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *