Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

კონსტანტინოს პლევრისი: რომანტიკული ვახშამი მის პარტნიორთან გეორგია შიაკავარასთან ერთად

ცოტა ხნის წინ ცნობილი იურისტის, პოლიტიკოსის და მწერლის კონსტანტინოს პლევრისის მიერ მასზე და მის პარტნიორზე მიცემული ინტერვიუს შემდეგ წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად.

83 წლის იურისტი და გეორგია შიაკავარა სავახშმოდ წავიდნენ ათენის ცნობილ რესტორანში. კამერამ ისინი რესტორანში შესვლისას და მაგიდასთან დაჯდომისას დააფიქსირა, ხოლო “My Style Rocks”-ის 49 წლის მონაწილე, რომელმაც არჩია გამოჩენილიყო წითელი პარიკით, იქ მყოფი ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა.

83  წლის იურისტს ერთ-ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა მათი ყოველდღიური ცხოვრების, დაქორწინების შესაძლებლობის შესახებ და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ის ცნობებზე, რომლებიც ხაზს უსვამს მათ ასაკობრივ განსხვავებას.

„ შეყვარებული ვარ, მე ვცხოვრობ იმ დროს, როცა ბედნიერი ვარ. გავდივართ, დავდივართ სხვადასხვა ცენტრებში, ვხალისობთ. ჩვენი ერთობლივი საუბრები ადასტურებს, რომ ბევრ არსებით საკითხზე ერთნაირი ხედვა გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად ვიყოთ. თავს ახალგაზრდად ვგრძნობ, თითქოს 25 წლის ვარ”-ამბობს ის.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის გეორგია შიაკავარაზე დაქორწინებას, კონსტანტინოს პლევრისმა უპასუხა: მე არ შემიძლია ვთქვა რა მოხდება მომავალში, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.მე არ ვფიქრობ დაქორწინებაზე, მაგრამ თუ დავქორწინდები ეს აუცილებლად იქნება რელიგიური ქორწინება.”

შემდეგ მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმ სტატიებზე, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მათ ასაკობრივ განსხვავებას. როგორც მან თქვა: ” არ მაწუხებს ის პუბლიკაციები, რომლებსაც ასაკობრივ განსხვავებაზე წერენ, რადგან ეს მართალია .”

დასასრულს, კონსტანტინოს პლევრისმა უპასუხა, მიიღებს თუ არა სამართლებრივ ზომებს მის მიმართ გაკეთებული ზოგიერთი უარყოფითი კომენტარისთვის.

„ არ მინდა სამართლებრივი ზომები მივიღო მათთვის, ვინც ჩემს ახალ ურთიერთობაზე უარყოფით რაღაცებს წერს. მე უბრალოდ სასამართლოგარეშე შეტყობინებას გავუგზავნი ცნობილ ტელეწამყვანს, რადგან ის ამბობს, რომ ჩემი შეხედულებები დასაგმობია, იმიტომ, რომ მე ვარ ჰიტლერის ფანი“.

მანამდე გავრცელდა ინორმაცია, რომ კონსტანტინოს პლევრისი დაქორწინებას აპირებდა 49 წლის ქალზე, რომელიც ცნობილ „My Style Rocks“-ში მონაწილეობდა.

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *