Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

დღეიდან ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ქვეყნის ბევრ რეგიონში

დღეიდან საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში უამინდობა იწყება, რასაც ქვეყნის დიდ ნაწილში უხვი წვიმა და ქარიშხალი მოჰყვება. EMY-მ კვირას, 3 სექტემბრიდან უკვე გამოსცა საგანგებო ბიულეტენი საშიში ამინდის ფენომენების შესახებ.

მეტეოროლოგმა პანაიოტის იანოპულოსმა ისაუბრა იმ სახიფათო წყალდიდობებზე, რომლებიც დღეიდან ქვეყანაშია მოსალოდნელი, ასევე იმაზე, თუ რამდენად დააზარალებს ატიკას უამინდობა.

„დღეიდან ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, უკვე ჩრდილოეთში დაიწყო ძლიერი წვიმისა და შტორმის ძირითადი მახასიათებლები. აღნიშნული ფენომენი ხასიათდება ინტენსივობით და გახანგრძლივდება ოთხშაბათის ღამემდე“- აღნიშნავს ის.

ამ სამდღიან პერიოდში, ტერიტორიები, რომლებზეც  ყველაზე მეტად მოსალოდნელია წყალდიდობა, არის თესალიის ტერიტორიები და მის გარშემო. კერძოდ: იმათია, პიერია, ხალკიდიკი, სპორადები, ჩრდილოეთ ევია, ფთიოტიდა და ევრიტანია. ამავდროულად, წვიმა მოსალოდნელია კონტინენტის და იონიის ყველა რეგიონში, ხვალ, სამშაბათს, 5 სექტემბერს კი წვიმა იქნება ციკლადებსა და დასავლეთ კრეტაზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *