Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: დააკავეს 28 წლის კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაგზავნა აიძულა

სალონიკი: დააკავეს 28 წლის კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაგზავნა აიძულა

10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 28 წლის კაცს, რომელიც სალონიკის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო 13 წლის გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. მსჯავრდებულმა გოგონას ფოტოსურათებისა და ვიდეო მასალის გაგზავნა აიძულა, რომელშიც სრულიად შიშველი იყო ასახული.

მსჯავრდებული არასრულწლოვანს მითითებებს აძლევდა სასურველი პოზების აღსაბეჭდად და ემუქრებოდა, რომ თუ კადრებს არ გაუგზავნიდა სკოლის ტერიტორიაზე მასზე იძალადებდა. საქმის მასალებში პორნოგრაფიული მასალის შემცველი სულ მცირე 10 ფოტოსურათი და ვიდეო დევს.

მსჯავრდებული არასრულწლოვანს ყალბი პროფილით დაუკავშირდა და როგორც კი პირველი ფოტოსურათი ჩაიგდო ხელში მას შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა იმისთვის, რომ უფრო მეტი პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეომასალა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი არ შეუმცირა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *