Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებიმსოფლიო

დღეს მზის სრული დაბნელებაა სად იქნება ის ხილვადი

დღეს მზის სრული დაბნელებაა – სად იქნება ის ხილვადი?

ვის ექნება შესაძლებლობა დაინახოს, თუ როგორ ,,გაივლის“ მთვარე მზის წინ.

 

ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის დიდ ნაწილს დღეს ექნება იშვიათი შესაძლებლობა დაინახოს მთვარე, რომელიც მზის წინ გაივლის და დაფარავს მას სრული დაბნელების დროს.

სრული დაბნელება ხილვადი იქნება მილიონობით ადამიანისათვის ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკისა და კანადის ტერიტორიებზე. სრული დაბნელების ხილვადი პროცესი დაიწყება სამხრეთ წყნარი ოკეანედან.

დაბნელების ტრაექტორია გადაკვეთს მექსიკას და გაგრძელდება აშშ-ში ტეხასის გავლით, შემდეგ  გადაინაცვლებს ჩრდილო-აღმოსავლეთით და მოგვიანებით კი, – კანადაში.

მთლიანობაში, როდესაც მთვარის შავი დისკი მზის ადგილს დაიკავებს, ცა დაბნელდება და ის ადრეული განთიადის ეფექტს შექმნის.

ეს პროცესი შესაძლოა  ოთხ წუთამდე გაგრძელდეს.

NASA-ს მონაცემებით, 300 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა იხილოს მზის თუნდაც ნაწილობრივი დაბნელება.

ბერძენი პროფესიონალი და მოყვარული ასტრონომების, ასტროფოტოგრაფებისა და დაბნელების დამკვირვებელი ჯგუფები აქტიურად ემზადებიან სამოგზაუროდ ამერიკასა, თუ მექსიკაში, რათა დააკვირდნენ და შეისწავლონ შთამბეჭდავი ასტრონომიული ფენომენი.

ნასას დღეს, საბერძნეთის დროით 8:00 -დან დაგეგმილი აქვს დაბნელების პირდაპირი გაშუქების ტრანსლაცია, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნსანიშნავია, რომ მზის მომდევნო სრული დაბნელება მოსალოდნელია 2026 წლის 12 აგვისტოს და ის, ხილული იქნება ისლანდიიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან და ესპანეთიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *