Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

პირველი სიცხის ტალღას ამ კვირის ოთხშაბათიდან უნდა ველოდოთ

პირველი სიცხის ტალღას ამ კვირის ოთხშაბათიდან უნდა ველოდოთ

ტალახიანი წვიმებისა და ტემპერატურის ვარდნის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურა იმატებს. 

შუა კვირაში ამინდი კი რადიკალურად შეიცვლება, რადგან სიცხის ძლიერი „ტალღა“ უკვე საბერძნეთის ტერიტორიისკენ მოემართება.

მეტეოროლოგის, კლეარხოს მარუსაკისის განცხადების თანახმად, ოთხშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. მარუსაკისის გაკეთებული პროგნოზი დაადასტურა თოდორის კოლიდასმაც და დაამატა, რომ კვირის განმავლობაში საზაფხულო ტანსაცმელის გადმოწყობაც დაგვჭირდება.

“მომდევნო დღეებში, კონკრეტულად კი ხუთშაბათიდან, ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.” მის პროგნოზს ანალიზს უკეთებს ვიდეო მასალითაც, სადაც გვაჩვენებს მოსალოდნელ ტემპერატურას 850 hpa დონეზედა გვიხსნის რომ საბერძნეთის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში  ტემპერატურა 30°C  გრადუსამდე მოიმატებს.

“როგორც ხედავთ ადგილობრივად ტემპერატურა 31-დან 32°C გრადუსამდეც იმერყევებს და შესაძლოა კვირის ბოლოს უფრო დიდი სიცხის ტალღაც წამოვიდეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ბევრ რეგიონში ნალექის დონეც მატულობს შესაძლოა ტემპერატურის მასიმალური მაჩვენებელი მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე არ გვქონდეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *