Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

დღეს 12:00-დან 17:00 საათამდე აკრძალულია ყოველგვარი გარე სამუშაოს შესრულება და მიწოდების სერვისის ფუნქციონირება

შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგულაციის საფუძველზე და მინისტრის, ადონის გეორგიადისის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო დღეს, ოთხშაბათს, 12 საათიდან 17 საათამდე აკრძალულია  ყველა სახის  გარე სამუშაოს შესრულება და განსაკუთრებით მიტანის სერვისით სარგებლობა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური სიცხე იქნება.

განსაკუთრებით მიტანის სერვისებთან დაკავშირებით,  მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ საათებში შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებს ეკრძალებათ მიტანის შეკვეთების მიღება.

ამასთან, ადონის გეორგიადისი Twitter-ზე თავის პოსტში აღნიშნავს, რომ შემოწმებები იქნება უწყვეტი და ჯარიმები ძალიან მაღალი და აცხადებს, რომ დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება  აბსოლუტური პრიორიტეტია.

“ზომებს თუ დაიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ ერთი მძიმე დღე გაივლის“, -აღნიშნავს მინისტრი თავის პოსტში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *