Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანძარი როდოსში: კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სამოქალაქო დაცვის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით ამ დროისთვის მთელ როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა უკონტროლო ხანძრის გამო რომელიც კუნძულს უკვე 9 დღეა წვავს.

აქამდე საგანგებო მდგომარეობაში კუნძულის სამხრეთი ნაწილი რჩებოდა, სადაც ყველაზე დიდი ფრონტი მძვინვარებს, ხანძრის მუდმივი აფეთქებით.

დღეს ვატსა და არხაგელოში ორი ახალი კერა გაჩნდა,  სამშაბათს ღამით კი ხანძარი გენადიდან, სოფლებში ლახანიასა და მესანაგროში გადავიდა, 112-ის გამაფრთხილებელი  შეტყობინების შემდეგ კი რამდენიმე უბნის ევაკუაცია გამოცხადდა.

მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ბრიგადის სახმელეთო ძალები და მოხალისეთა მრავალი ჯგუფი თავდაუზოგავ  ბრძოლას აწარმოებდნენ ცეცხლთან, ახერხებდნენ ფრონტის შეზღუდვას, ხოლო დილიდანვე დაიწყეს ოპერაციები საჰაერო საშუალებების ჩართვით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *