Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
კვირა, სექტემბერი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ეგზოტიკური ხილი, რომელიც საბერძნეთის მხოლოდ ერთ კუნძულზე მოჰყავთ

ეგზოტიკური ხილი, რომელიც საბერძნეთის მხოლოდ ერთ კუნძულზე მოჰყავთ

ეგზოტიკური ხილი “გუავა”, რომელიც ძლიერი არომატითა და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა, საბერძნეთში მხოლოდ კუნძულ ლეროსზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკაა, ხილი საბერძნეთში 1950-იან წლებში ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ლეროსელმა მაცხოვრებლებმა ჩამოიტანეს და მას შემდეგ მოჰყავთ.

დღეს კუნძულზე დაახლოებით 3 000-4 000 გუავას ხეა გაშენებული. ადგილობრივად ორი ძირითადი ჯიში გვხვდება: თეთრი და წითელი. ნაყოფი გამოირჩევა ტროპიკული ხილის არომატით, რომელიც ანანასის, ბანანისა და პასიფლორას ნაზავს ჰგავს, ხოლო მისი გემო ტკბილ-მომჟავოა.

გკავაფას არ მიირთმევენ უმად, რადგან ბევრი მაგარი თესლი აქვს. ამიტომ ადგილობრივები მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს, ჯემებსა და ჟელეს. განსაკუთრებით პოპულარულია მისი კომბინაცია იოგურტთან ან ნაყინთან ერთად.

ხილი ასევე მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ფორთოხალთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ მეტია, და შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმსაც. გუავას მოსავლის აღება სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ამიტომ კუნძულ ლეროსის შემოდგომის სტუმრებს მისი დაგემოვნება როგორც ახალი, ისე სხვადასხვა ტრადიციული პროდუქტების სახით შეუძლიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *