Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ევა კაილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი ჰარენის ციხეებში  ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ დღეს (14/4) დილით გათავისუფლდა. მან ციხე დატოვა მამის და მისი ადვოკატის, მიხალის დიმიტრაკოპულოს თანხლებით  შავი მერსედესით და მივიდა თავის სახლში ვიერცის ქუჩაზე, სადაც მას 15-მდე ბერძენი ჟურნალისტი ელოდა, რომელთა წინაშეც პირველი განცხადებები გააკეთა.

ევა კაილი ყატარგეიტის ოთხი ბრალდებულიდან ბოლო იყო, რომელიც პირობით ვადაზე ადრე   გაათავისუფლეს. იგი რჩება შინაპატიმრობაში ბრიუსელში, არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად და ატარებს  ელექტრონულ სამაჯურს.

ამიერიდან მან უნდა გადასცეს ბელგიის პოლიციას საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და იყოს ყოველთვის ხელმისაწვდომი იმავე ნომერზე.

ვალდებულია მუდმივად ატაროს სამაჯური და არ გავიდეს ბინიდან გარდა სასამართლოში მიმართვისა,ექიმთან ვიზიტის ან ფორსმაჟორული მიზეზების გამო და ყოველთვის ბელგიის პოლიციის თანხლებით.

ჯერჯერობით გაურკვევლია ექნება თუ არა მას ინტერნეტთან წვდომა ან სტუმრების მიღების უფლება.

ამასთან ერთად ევა კაილს აეკრძალა ბელგიიდან გასვლა, ბელგიის ხელისუფლებამ მას პასპორტი ჩამოართვა.

მისი ადვოკატი აცხადებს  რომ ბერძენი ევროპარლამენტარი მომავალში ყველა ღონეს იხმარს,რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მხოლოდ მაშინ შეძლებს საბერძნეთში დაბრუნებას და იმ ხალხის თვალებში ჩახედვას ვინც მას ამდენი წელი ენდობოდა და პატივს სცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ,რომ ბერძენი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი ევა კაილი 2022 წლის დეკემბერში გახმაურებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დააპატიმრეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *