Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მსოფლიო

სპორტსმენმა გამოქვაბულში 500 დღის ყოფნის შემდეგ პირველად დაინახა მზე

ესპანელმა მთამსვლელმა ქალმა ბეატრის ფლამინიმ მონაწილეობა მიიღო სპეციალურ მეცნიერულ ექსპერიმენტში.

მან არც მეტი არც ნაკლები,  500 დღე გაატარა მარტომ 70 მეტრის სიღრმის გამოქვაბულში ესპანეთში.

ის 2021 წლის 20 ნოემბერს შევიდა გამოქვაბულში  და გაწყვიტა გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი.

სამეცნიერო ექსპერიმენტს ყურადღებით აკვირდებოდნენ მეცნიერები და ცდილობდნენ გაეგოთ თუ რა გავლენას ახდენს  ენდოგენური – დედამიწის წიაღში მიმდინარე, გრავიტაციის, დედამიწის ბრუნვისა  თუ დედამიწის შიგნით არსებული ნივთიერებების განვითარების შედეგად გამოყოფილი ენერგიის ზემოქმედებით განპირობებული გეოლოგიური პროცესები ადამიანის ცირკადულ რიტმზე.

ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს ჭამა,ძილი, თუ სხვა, ყველაფერი შინაგანი საათით რეგულირდება, რომელიც 24 საათიანი ციკლით ხასიათდება, რაც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი.

შინაგან საათზეა დამოკიდებული სხეულის ტემპერატურა, წნევა, გულისცემის სიხშირე, ჰორმონალური ბალანსი და მეტაბოლიზმი.

ბეატრისი 48 წლის იყო 2021 წელს,  როდესაც გამოქვაბულში შევიდა და დღის შუქზე 2023 წლის 14 აპრილს გამოვიდა.

მან გამოქვაბულში გატარებული დროის ყველა რეკორდი მოხსნა.

დიდი ინტერესის მიუხედავად მედია ცდილობდა  შეზღუდულ ფარგლებში მის  გაშუქებას, რათა არ გადაეტვირთათ ზედმეტად, თუმცა მთამსვლელი კადრებში საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღწერა მიწისქვეშეთში ყოფნის  გამოცდილება.

” წელიწადნახევარია ჩუმად ვარ, საკუთარი თავის გარდა ვერავის ველაპარაკები, წონასწორობას ვკარგავ” ამბობს ის.

ფლამანი მიწისქვეშეთში ატარებდა სავარჯიშოებს რათა ფორმა შეენარჩუნებინა და დაკავებული ყოფილიყო, ასევე ხატავდა, ქსოვდა და კითხულობდა.

“გამოქვაბულები საკმაოდ უსაფრთხო ადგილებია, მაგრამ ძალიან მტრულად განწყობილი ადამიანისა და ტვინის მიმართ, რადგან დღის სინათლეს ვერ ხედავ, არ იცი როგორ გადის დრო, არ გაქვს ნევროლოგიური  სტიმულაცია, არ არსებობს შეგრძნება რომ დრო სწრაფად გადის, ან ნელა. იქ მუდმივად დილის ოთხი საათია”- აღნიშნა მან.

 

ფლამანს აკვირდებოდა ფსიქოლოგების, მკვლევარების, გამოქვაბულების კვლევის სპეციალისტების- სპელეოლოგების გუნდი და ფიზიკური მწვრთნელები, რომლებიც აკვირდებოდნენ მის ყოველ მოძრაობას,  ფიზიკურ და გონებრივ  სიჯანსაღეს, თუმცა არასოდეს შედიოდნენ კონტაქტში.

ექსპერიმენტის ფარგლებში მათ შეისწავლეს სოციალური იზოლაციისა და დროებითი ექსტრემალური დეზორიენტაციის გავლენა ადამიანების მიერ დროის აღქმაზე, შესაძლო ნეიროფსიქოლოგიურ და კოგნიტურ ცვლილებებზე, რომელსაც ადამიანები განიცდიან იზოლაციის პირობებში, ასევე გავლენა ორგანიზმის ცირკადულ რიტმზე და ძილზე.

ახლა სპორტსმენმა ალბათ უნდა გაარკვიოს რა მოხდა წარსულში. მან ხომ “გამოტოვა” ისეთი მოვლენები, როგორიცაა უკრაინის ომი და დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *