Latest news
ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციის ახალი პაქტის განხორციელება დადებითად შეაფასა  პატრა-პირღოსის ავტომაგისტრალის კიდევ ერთ მონაკვეთზე ამოქმედდა კილომეტრული გადასახადი  პროგრამა „Εξοικονομώ“-ში მონაწილეები პროექტების დასრულებას 2026 წლის 30 ნოემბრამდე შეძლებენ მიმტანის ფოტოსურათებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უვსებს ფიალას ღვინით დამსვენებელს, სოც.მედიაში უარყოფ... დეკრეტიდან ხელოვნური ინტელექტის ეპოქამდე - ამარტივებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროფესიულ ადაპტაცია... საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა ათენი: შემოსავლების სამსახურმა არალეგალური საკვები დანამატების გაყიდვისთვის სადისტრიბუციო კომპანია დ... კიფსელი: მეტროს მშენებლობის გამო შენობებზე ბზარები გაჩნდა საბერძნეთი 9 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის რეფორმას ითხოვს ლეზვოს: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამინაი სიცოცხლე იმსხვერპლა
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციის ახალი პაქტის განხორციელება დადებითად შეაფასა 

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციის ახალი პაქტის განხორციელება დადებითად შეაფასა 

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის შედეგები დადებითად შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ წარსულში არსებული პრაქტიკის გამოსწორება დაიწყო და მზად არის ახალი წესების ეფექტიანად შესასრულებლად.

კომისიის ინფორმაციით, საბერძნეთმა უკვე მიიღო აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, შეიმუშავა სამუშაო ინსტრუქციები, გადაამზადა პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლები, სადაც ამჟამად 69 ადამიანი მუშაობს. სამინისტრო კიდევ 116 თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

ასევე დასრულებულია ეროვნული საინფორმაციო სისტემების ახალ Eurodac-თან დაკავშირება, რაც თავშესაფრის განაცხადების მიღება/განხილვის უფრო ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

ევროკომისიის შეფასებით საბერძნეთი აღარ არიდებს თავს განიხილოს თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები, რომელთა მიღებაც ქვეყანას ევროკავშირის მითითებებით აქვს დაკისრებული. ამასთანავე საბერძნეთს ახალი რეგულაციების საფუძველზე არცერთი მოთხოვნა არ დაუბლოკავს.

ანგარიში მოიცავს 12 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდს და შეეხება მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფ ოთხ ქვეყანას: საბერძნეთს, კვიპროსს, იტალიასა და ესპანეთს. შეფასების მიხედვით კვიპროსი და ესპანეთი უკვე სრულად ასრულებენ ახალ წესებს, ხოლო იტალიას სისტემის სრულად ამოქმედებისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *