Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ევროსი: დააკავეს არალეგალური იმიგრაციის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე ხუთი მესაზღვრე

ევროსში მიმდინარეობს  შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ წარმოებული  ოპერაცია არალეგალური იმიგრაციის საქმეზე,  რომელშიც  სავარაუდოდ ხუთი  მესაზღვრე-პოლიციელი მონაწილეობს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე დაკავებული გადაყვანილია  სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში  დაკითხვაზე,  პარალელურად კი მათ სახლებში  მიმდინარეობს ჩხრეკა.

ამავე  ინფორმაციით  საბერძნეთის პოლიციამ   გამოძიება გასული ოქტომბრიდან დაიწყო, სატელეფონო საუბრების ჩანაწერების  და სხვა მამხილებელი ფაქტების  შეგროვების კვალდაკვალ, დღეს კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების  დაკავების  ოპერაცია დაიწყო.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ საბერძნეთის პოლიცია შესაბამის განცხადებებს გააკეთებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *