Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტრაგიკული შემთხვევა როდოსზე-ზღვაში შესულ ბრიტანელ ტურისტს ელვამ დაარტყა

უბედური შემთხვევა  მოხდა კუნძულ როდოსზე,  ზღვაში შესულ ახალგაზრდა ტურისტს  ელვამ  დაარტყა, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა.

შემთხვევა კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, აგია აგათის მიდამოში მოხდა.

გარდაცვლილი  26 წლის ახალგაზრდა  ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც  შვებულების გასატარებლად  კუნძულ როდოსზე იმყოფებოდა.

ტურისტი  ძლიერი წვიმის დროს წყალში შევიდა  და მიუხედავად  თვითმხილველების მხრიდან მოწოდებისა ზღვიდან ამოსულიყო,  ის მაინც წყალში დარჩა.

უბედური  შემთხვევა ღამის 02:00 საათამდე მოხდა, რის შემდეგაც  დაუყოვნებლივ შეატყობინეს სასწრაფო დახმარების ცენტრს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა სანაპიროზე მყოფთა  დახმარებით  ახალგაზრდა ხმელეთზე   გამოიყვანეს და მის გადარჩენას ცდილობდნენ.

პარალელურად დაიწყო მისი საავადმყოფოში  გადაყვანის პროცესი,  სადაც ექიმები და საექთნო პერსონალი აგრძელებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლას,  მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია როდოსის ცენტრალური საპორტო სამმართველო, რომლის თანამშრომლები შესაბამის გამოძიებას ატარებენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *