Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ელენა აკრიტა: ნაყოფი მაშინ მოვიშორე, როცა ეს ჯერ კიდევ უკანონო ქმედებად ითვლებოდა

ელენა აკრიტა: ნაყოფი მაშინ მოვიშორე, როცა ეს ჯერ კიდევ უკანონო ქმედებად ითვლებოდა

მარია კარისტიანუს მეირ საჯაროდ წამოყენებული ინიციატივის შემდეგ აბორტთან დაკავშირებით ელენა აკრიტამ Facebook მიმდევრებს საკუთარი გამოცდილება გაუძიარა.

ელენა აკრიტამ ისაუბრა სტუდენტობის წლებზე, კერძოდ კი პერიოდზე, როცა პირველი კურსის სტუდენტი იყო და ორსულად დარჩა. მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ორსულობა სექსუალური ძალადობის შედეგად არ დამდგარა. ეს იყო შედეგი ორი ახალგაზრდის ურთიერთობისა. როგორც  Facebook-ის პოსტში წერს, იმ პერიოდში ნაყოფის მოშორება უკანონო ქმედებად ითვლებოდა, რასაც თავისუფლად შეიძლებოდა ის, როგორც ახალგაზრდა, გამოუცდელი გოგო ფატალურ შედეგამდე მიეყვანა. თუმცა სხვა გოგონენისგან განსხვავებით მას დედა მხარში დაუდგა და შეძლო საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება. მკურნალობის მიზეზად პაციენტის ისტორიაში სხვა პრობლემა დასახელდა, ხოლო რეალურად კი გამოცდილმა გინეკოლოგმა საჭირო პროცედურა უსაფრთხოდ, თუმცა უკანონოდ ჩაატარა. მან პოსტში მაგალითად მოიყვანა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე 1974 წლის 26 ნოემბერს აბორტის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით სიმონ ვეილის ცნობილი სიტყვები: “არცერთი ქალი არ იღებს ნაყოფის მოშორების გადაწყვეტილებას უდარდელად.” რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველთვის ფსიქოლოგიურად მძიმე და ტრაგიკული არჩევანია. 

მიუხედავად იმისა, რომ ათობით წლები გავიდა მისი ამ გამოცდილებიდან ისევ აწუხებს მისი ეს არჩევანი, თუმცა თვლის, რომ სწორად მოიქცა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *