Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ვოლოსი: მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა ყოფილი მეუღლის სახლს, რადგან განქორწინება არ სურდა

სამშაბათს, 10 ოქტომბერს, საღამოს, ვოლოსში, ნეა იონიაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილია 65 წლის მამაკაცი, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია.

კერძოდ, აღნიშნული პიროვნება დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა და ცეცხლი გააჩინა, იმ სურვილით, რომ უნდიდა ყველაფერი გადაეწვა შურისძიების მიზნით, რადგან მეუღლესთან განქორწინება არ სურდა.

ფაქტობრივად, მან იმ მიწისქვეშა სივრციდან დაიწყო, სადაც ბუნებრივი აირის გაყვანილობა იყო განთავსებული, რათა აფეთქება მოეხდინა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, როდესაც ჟურნალისტები სიუჟეტის ჩასაწერად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ცნობილი ბიზნესმენი ტერიტორიაზე იმყოფებოდა და… სეირნობდა.

მისმა ამ ქმედებამ ეჭვი გაუჩინა მის ყოფილ მეუღლესა და მის სამ შვილს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ის იდგა ხანძრის გაჩენის უკან.

მას შემდეგ, რაც 65 წლის მამაკაცმა სახლს ცეცხლი წაუკიდა, ალკოჰოლის მისაღებად ისევ ბარში დაბრუნდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა.

გუშინ პროკურატურაში გადაყვანისას მან განაცხადა, რომ არაფერი ახსოვს. მისმა მეუღლემ თავის მხრივ ითხოვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღეძრათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *