Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავი ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდა- ლარისაში ტემპის ტრაგედია მეორდებოდა

სულ ახლახანს ლარისაში, მეზურლუს სადგურზე, ახალი სარკინიგზო ტრაგედია ბოლო მომენტში იქნა თავიდან  აცილებული.

ორი მატარებელი ისევე, როგორც ტემპის ტრაგედიის დროს, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა ერთ ლიანდაგზე, თუმცა მემანქანეების დროულმა რეაქციამ შეჯახება აიცილა.

საბედნიეროდ სამგზავრო მატარებლები დაბალი სიჩქარით მოძრაობდნენ, რადგან უკვე შესულები იყვენე დასახლებულ პუნქტში და მემანქანეებს რეაგირების დრო ჰქონდათ.

ორივე მემანქანემ შეძლო  მატარებლების გაჩერება მორიგ ტრაგიკულ შეჯახებამდე დარჩენილ, დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე.

იმ შემთხვევაში, თუ ორი მატარებლის „შეხვედრა“ ქალაქგარეთ შედგებოდა, სადაც ისინი დიდ სიჩქარეს ავითარებენ და მატარებლის მემანქანეებს რეაგირების დრო აღარ ექნებოდათ, ტემპის ტრაგედიის განმეორება გარდაუვალი იქნებოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *