Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ლარისა: ცრუ განგაში მატარებლების გამო, რომლებიც ასრულებდნენ ჩაბმის მანევრებს

გუშინ, შუადღის შემდეგ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ლარისაში ტემპის ტრაგედიის შესაძლო განმეორების საშიშროების შესახებ, რომელიც ერთ სარკინიგზო ხაზზე რამდენიმე მეტრის დაშორებით მყოფი ორი მატარებლის დანახვას მოჰყვა, Hellenic Train-ის წარმომადგენლების განცხადებით რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მათ მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„Hellenic Train” აცნობებს საზოგადოებას, რომ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც ეხება დღევანდელ სამგზავრო მატარებლების მოძრაობას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მატარებელი 11599 ჩავიდა ლარისას რკინიგზის სადგურზე და ჩამოიყვანა მგზავრები, რათა გაეკეთებინა ორმაგი შეერთება მატარებელთან DZR 460.103-203, იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი ტრანსპორტირება მგზავრების გარეშე, ლარისადან თესალონიკში.

მატარებლების შეერთება ტექნიკური მიზეზების გამო არ მოხერხდა და საბოლოოდ მატარებელი DZR 460.103-203 მარტო გაემგზავრა სალონიკში.

მატარებლების დაწყვილება არის სტანდარტული ტექნიკური  პრაქტიკა და აღნიშნული ოპერაციების დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა მგზავრების უსაფრთხოების რისკის სცენარებთან არის სრულიად უსაფუძვლო.

Hellenic Train იტოვებს ყველა ლეგალურ უფლებას და უკვე აცნობა მედიას, რათა აღდგენილ იქნეს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე“.

მანამდე სადგურის ოსტატმა გიორგოს ზეტროსმა ხაზგასმით აღნიშნა და განმარტა, რომ ეს იყო ორი მატარებელი, რომლებიც მანევრირებას ახდენდნენ „დაკავშირებისთვის“ და სალონიკში გასამგზავრებლად და  ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ამ სფეროში. ამ დროს რა თქმა უნდა მატარებლებში მგზავრები არ იყვნენ .

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *