Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

ეტეოკლის პავლუმ განაცხადა რომ მაშინ როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა მის მეგობრებს არც კი მოუკითხავთ

ეტეოკლის პავლუმ განაცხადა რომ მაშინ როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა მის მეგობრებს არც კი მოუკითხავთ

იმ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას, რომელმაც მას ერთი ფეხი წაართვა, ეტეოკლის პავლუმ განაცხადა, რომ იმ რთულ პერიოდის განმავლობაში, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ, რეაბილიტაციის დროს გაიარა, იგრძნო ძალიან დიდი გაუცხოვება თავის მეგობრებთან.

“ეხლა რაღაცას ვიტყვი, მინდა რაღაც გავუზიარო მთელს მსოფლიოს. არ არის მხოლოდ სამსახურის და დროის არ ქონის საკითხი. როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს, იყო მომენტები, როცა ჩემი საუკეთესო მეგობრებისგან ერთი ზარიც კი არ შემოსულა ჩემს ტელეფონზე”.

“ეს ფაქტი ჩემთვის იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ სატელეფონო კომპანიაში დავრეკე და ვიკითხე რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა ჩემს ტელეფონს. კომპანიის თანამშრომლებმა კი მიპასუხეს, რომ ჩემი მობილური ტელეფონის ხაზი ჩვეულებრივად მუშაობდა. უბრალოდ იმდენად არავინ მირეკავდა, რომ ვიფიქრე გაფუჭდა…” – განაცხადა ტელეწამყვანმა. 

ინტერვიუში საუბრისას ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პირველივე ზაფხულს მისმა მეგობრებმა უარი განაცხადეს მასთან ერთად ზღვაზე წასვლაზე: “არასდროს დამავიწყდება ის ზაფხული, როცა ვეუბნებოდი წამოსულიყვნენ ჩემთან ერთად ზღვაზე საცურაოდ. უმეტესობა მპასუხობდა, რომ არ გამოვიდოდა ერთად წავსულიყავით, რადგან მე ეტლზე ვიჯექი, მათ კი ისეთ სანაპიროებზე უნდოდათ წასვლა სადაც დიდი დაღმართები და ბევრი კიბე იყო”. 

“მსგავსი შემთხვევები ბევრ რაღაცაზე გიხელს თვალს. ძალიან მძიმე გადასატანია, როცა ხვდები, რომ მეგობრებს შენი მდგომარეობა დიდად არ ადადრდებთ”. – განაცხადა ეტეოკლის პავლუმ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *