Latest news
ემიგრაცია: საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... 5 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 6 რეგიონში სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს
კვირა, ივლისი 5, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე ქალმა ბავშვი დაკარგა და ნერვიულობისგან გულის შეტევა დაემართა

კუნძულ კრეტაზე ქალმა ბავშვი დაკარგა და ნერვიულობისგან გულის შეტევა დაემართა

ირაკლიოს ცენტრში კორნარუს მოედანზე, ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალბატონი ქალაქის ცენტრში ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. მაშინ, როცა გაიაზრა, რომ ბავშვი მის გარშემო აღარ იმყოფებოდა ნერვიულობისგან გონება დაკარგა. სასწრაფო დამხარების ბრიგადა ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა, რათა გულწასული ქალბატონისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა. როგორც ცნობილი გახდა, ქალს გულის შეტევა დაემართა.

ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ დაკარგულ ბავშვს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ჰყავდათ შეფარებული და ელოდებოდნენ, რომ ვინმე ნაცნობი მოიკითხავდა არასრულწლოვანს. 

ქალბატონი გადაყვანილია მორიგე საავადმყოფოში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *