Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ეტოლოაკარნანია: სამშენებლო მოედანზე გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეტოლოაკარნანია: სამშენებლო მოედანზე გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს დილით, 08:00 საათზე ეტოლოაკარნანიაში, ლაგადა ლეპენუსის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო მოედანზე დიდი ხანძარი გაჩნდა.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი სამუშაო იარაღის აფეთქებამ ხანძრის დროს ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო-სამაშველო ბრიგადის დიდი დაჯგუფება გაემართა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები ცეცხლის ჩასაქრობად და პარალელურად დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

თვითმხილველების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად ხანძარს რამდენიმე აფეთქებაც მოჰყვა, რადგან ტერიტორიაზე უამრავი აალებადი მასალა არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *