Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ინგლისელი ტურისტისა და როდოსელი ლეკვის ისტორია – მეისიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ პატარა არლო ეშვილებინა

ინგლისელი ტურისტისა და როდოსელი ლეკვის ისტორია – მეისიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ პატარა არლო ეშვილებინა

კუნძულ როდოსზე დასასვენებლად ჩასული ტურისტი ინგლისიდან სახლში ახალი ოჯახის წევრით ბრუნდება.

მეისი თრუსკოტი აპრილის ბოლოს განსატვირთად ესტუმრა საბერძნეთს და ერთ-ერთი საღამოს გასეირნების დროს შემთხვევით გადააწყდა უპატრონო ლეკვს, რომელიც დიდი ლამაზი თვალებით შესციცინებდა. ინგლისელ ტურისტს ერთი წამითაც არ უფიქრია ლეკვისთვის გვერდის ავლა და პირველი რაც გაიფიქრა იყო: “გამორიცხულია რომ მე შენ სახლში არ წაგიყვანო!”

პატარა არლოზე ზრუნვა დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის დრო, მით უფრო უჭირდა მისი დატოვება. ერთმანეთს ცრემლებით გამოემშვიდობნენ, თუმცა არლოს შეპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და წაიყვანდა მასაც ინგლისში.

ინგლისელმა ტურისტმა, იმისთვის რომ არლოს ინგლისში მოგზაურობა შეძლებოდა ფანდრაიზერი გახსნა, რის შედეგადაც 1000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

სწორედ ამ თანხის წყალობით შეძლეს მესიმ და არლომ ისევ ერთმანეთის ნახვა და ასე განაგრძო ცხოვრება ერთმა უსახლკარო ლეკვმა საბერძნეთიდან ინგლისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრება.

@macytruscott.x

Update 🐶❤️

♬ original sound – macytruscott

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *