Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
ჯანმრთელობა

გაფრთხილება დერმატოლოგებისგან- ისინი ყალბ და საშიშ პროდუქციას ყიდიან

აჟიოტაჟი გამოიწვია  TikTok პლატფორმის მეშვეობით  ფალსიფიცირებული კოსმეტიკური საშუალებების ფართო მასშტაბით რეალიზაციის ფაქტებმა.

დერმატოლოგები  საერთაშორისო მედიის საშუალებით მომხმარებლებს აფრთხილებენ კონკრეტული სახის  კოსმეტიკურ პროდუქციაში  ტოქსიკური ინგრედიენტების შემცველობის  შესახებ.

“სახის კრემების უკანონო გაყიდვა წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იყიდება ქვეყნებში, რომლებიც არ კონტროლდებიან“ – წერს Guardian

ინტერნეტ  პლატფორმა ამტკიცებს, რომ ის ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს თაღლითური გამყიდველების მიმართ,  მაგრამ მიუხედავად ამისა მედიის მომხმარებელთა აზრით, გაყიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

ისინი იყენებენ ბრენდირებული კომპანიების  შეფუთვებს, რომელიც ჰგავს საერთაშორისო სახლების პროდუქტებს და ყიდიან მათ როგორც ავთენტურს. თუმცა, მათი ინგრედიენტები შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

პლატფორმის საშუალებით იყიდება ისეთი კოსმეტიკური პროდუქცია, რომელთა  თვითნებურად მოხმარება  საზიანოა კანისთვის.

რეკლამირებული იქნა კანის გამათეთრებელი ლოსიონები, რომლებიც შეიცავს აკრძალულ ინგრედიენტებს და აკნეს ძლიერმოქმედი კრემები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ რეცეპტით.

პროდუქტები იყიდება TikTok Shop-ის საშუალებით, აპს-შიდა შოპინგის ფუნქციით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პროდუქტები.

TikTok იღებს 5%-იან საკომისიოს გაყიდვებზე თავისი პლატფორმის საშუალებით და აღნიშნავს, რომ მას აქვს მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაიყიდოს TikTok Shop-ით,  მაგრამ Guardian-ის გამოძიების თანახმად, პირველი 12  სატესტო შესყიდული ნივთიდან   ცხრა  ფალსიფიცირებული პროდუქცია აღმოჩნდა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *