Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვეღარ სუნთქავდა, ექიმებმა თქვეს რომ გადარჩენის შანსი 0,01%-ს უტოლდებოდა – აცხადებს 28 წლის გოგონას დედა

ვეღარ სუნთქავდა, ექიმებმა თქვეს რომ გადარჩენის შანსი 0,01%-ს უტოლდებოდა – აცხადებს 28 წლის გოგონას დედა

“ვერ ვიჯერებ რომ შვილი აღარ მყავს..” – აცხადებს 28 წლის ორსული გოგონას დედა არტადან, რომლის სიცოცხლეც საავადმყოფოში ანაფილაქსიურმა შოკმა იმსხვერპლა.

გარდაცვლილის დედამ ტელემაუწყებელ ΣΚΑΪ-ზე გადაცემა «Power Talk»-ში ისაუბრა: “ჩემმა სიძემ შვილიშვილი მომიყვანა იმ ღამით, მთხოვა დამეტოვებინა, რადგან სპირიდულას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და საავადმყოფოში უნდა წაეყვანა. ჩემი შვილი მანქანაში იყო, ვერც კი ვნახე. ბავშვი გამოვართვი და წავიდნენ. ნერვიულობდნენ, რომ მუცელი მოეშლებოდა. ადრეც მოეშალა ერთხელ მუცელი და ეს იყო ნერვიულობის მიზეზი. სადღაც 12:15 საათზე დამირეკა და მითხრა საავადმყოფოში მივსულიყავი. მე და ჩემი ქმარი წავედით. პეტრო პალატასთან შეგვხვდა, ექიმები კი პალატაში ჩემი შვილის გადარჩენას ცდილობდნენ. არ ვიცოდი ზუსტად რა ხდებოდა იმ მომენტში, ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი. ჰკითხეს ალერგიული იყო თუ არა რომელიმე ანტიბიოტიკზე და არაო უპასუხა. ნამდვილად არ ჰქონდა არაფერზე ალერგია, არასდროს.. ცუდადაც კი არ ხდებოდა ხოლმე. ჩემმა სიძემ მითხრა, რომ როცა ანტიბიოტიკი მისცეს დასივდა და უთხრა, რომ ვეღარ სუნთქავდა. გულიც კი აერია.. პეტრომ დაუყოვნებლიც დაუძახა ექიმებს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *