Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სკოლებში ცურვის გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება

საბერძნეთის სკოლებში ცურვის გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო ხდება

ახალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის დაწყებით სკოლებში ცურვის სავალდებულო გაკვეთილები IV კლასის მოსწავლეებზეც გავრცელდება. აქამდე პროგრამაში მხოლოდ III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საბერძნეთის განათლების, რელიგიისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წელს ცურვის გაკვეთილებში 52 002 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რაც პროგრამის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2024-2025 სასწავლო წელს მონაწილეთა რაოდენობა 44 711 იყო, ხოლო 2023-2024 წლებში – 35 369.

განათლების მინისტრის, სოფია ზახარაკის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად, საბერძნეთისთვის, როგორც ზღვისპირა ქვეყნისთვის, ცურვა მხოლოდ ფიზიკური აღზრდის საგანი არ არის, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია. მისი თქმით, გაკვეთილები მოიცავს წყალში უსაფრთხოებისა და მაშველის საბაზისო ცოდნის ათვისების ელემენტებსაც.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თითოეულ დაწყებითი განათლების დირექტორატში დაინიშნება ცურვის პროგრამის კოორდინატორი, განისაზღვრება ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ყოველ 10 მოსწავლეზე და უზრუნველყოფილი იქნება ყველა ბავშვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების პროგრამაში თანაბარი მონაწილეობა.

სამინისტროს სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში პროექტის მიზანია, 8 წელს გადაცილებულმა ყველა მოსწავლემ შეიძინოს ცურვისა და წყალში უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი უნარები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *