Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საზოგადოებამსოფლიო

2023 წლის ოქტომბერი-ყველაზე თბილი ოქტომბერი ისტორიაში

ევროპის კოპერნიკის ობსერვატორიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლევანდელი ოქტომბერი ყველაზე თბილი იყო მათ შორიც, რაც კი აქამდე ოდესმე პლანეტაზე დაფიქსირებულა.

ახალი გამოწვევები, როგორიცაა გვალვა, შიმშილი, დამანგრეველი ხანძრები და ძლიერი ქარიშხლები ადასტურებს დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციაზე, მეცნიერთა მიერ გაკეთებულ გაფრთხილებებს გლობალური დათბობის და ამით გამოწვეული მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ.

ობსერვატორია დასძენს, რომ წლევანდელი ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა იყო უფრო თბილი, ვიდრე ნებისმიერი ოქტომბრის 1850-1900 წლებში, ანუ პრეინდუსტრიულ პერიოდამდე, მანამდე, სანამ დაიწყებოდა საწარმოო სამანქანო მრეწველობის განვითარების კვალდაკვალ ადამიანის მიერ შექმნილი სათბურის ეფექტი.

როგორც არასდროს, 2023 წელი უახლოვდება პარიზის შეთანხმების საეტაპო ზღვარს (+1,5°C). მოსალოდნელია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია შეაფასებს მის განხორციელების ძალისხმევას და თუ ეს შესაძლებელია, მიიღებს პირველ მაკორექტირებელ ზომებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *