Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: არასრულწლოვანთა ბანდა თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, გააშიშვლეს და ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს

ვოლოსში ოთხი არასრულწლოვანი ბიჭისგან შემდგარი მოძალადეთა ბანდა თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მათსავე თანატოლს, დამცირების მიზნით გააშიშვლეს და სცემეს, ხოლო ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს,  აღნიშნული ვიდეო კი სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათ მსხვერპლი ვოლოსის უკაცრიელ რაიონში, ავტომანქანით მიიყვანეს, სადაც განახორციელეს აღნიშნული სასტიკი და ავადმყოფური ქმედება. ამავე დროს მათ შენიღბვის მიზნით მანქანაზე დამაგრებული ჰქონდათ პოლიციის შუქურა, რათა ფაქტი წარმოეჩინათ თითქოს  პოლიციის მიერ მორიგი სამსახურეობრივი ოპერაცია ტარდებოდა.

მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო. დაკავებისას ისინი აგრესიული გამოვლინებებით წინააღმდეგობას უწევდნენ, სცემდნენ და უშვერი ფრაზებით მიმართავდნენ სამართალდამცავებს და ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ.

ოთხივე ბრალდებული არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის გატაცების,  უნებართვო ვიდეო გადაღებისა და გავრცელების და ასევე პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის  ბრალდებით.

დაკავებულთაგან  ორი, რომელთაც უკვე მიაღწიეს სრულწლოვანებას, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელსაც  არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიან. დანარჩენი ორი დაკავებულის მიმართ კი სასამართლომ თავი შეიკავა საქმის განხილვისგან სრულწლოვანებამდე.  მანამდე  ისინი აყვანილი იქნებიან საგანგებო ზედამხედველობის ქვეშ, შეუერთდებიან სპეციალურ თერაპიულ პროგრამას და დაასრულებენ სწავლას საშუალო სკოლაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *