Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვოლოსი: საჯარო საკუთრების სამსახურის განკარგულებით ახიალუს სანაპიროდან ე.წ შეზლონგები აალაგეს

ვოლოსი: საჯარო საკუთრების სამსახურის განკარგულებით ახიალუს სანაპიროდან ე.წ შეზლონგები აალაგეს

ნეა ახიალუს სანაპიროდან მოქალაქეების მიერ შესული საჩივრების საფუძველზე საჯარო საკუთრების სამსახურმა გამოსცა ბრძანება, რომ კერძო საკუთრების მეპატრონეებს, რომლებსაც სანაპიროებზე აქვთ ბარები, აეღოთ “შეზლონგები” სანაპიროს ტერიტორიიდან. 

გაცემული განკარგულების მიზანია სანაპიროზე წვდომა გახდეს ყველასთვის უფასო. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვოლოსის მუნიციპალიტეტის მერმა ახილეას ბეოსმა გააკეთა განაცხადი: “სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ქვეყანად, რომელიც გადადის ერთი უკიდურესობიდან მეორეში და ყოველთვის ახდენს კომუნიკაციის ნაკლებობის გამო უაზრო შთაბეჭდილებას.. აღნიშნული ბრძანება გაიცა “პირსახოცების” მოძრაობის გავლენაზე დაყრდნობით, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს სთავაზობს ჰქონდეთ სრული წვდომა საბერძნეთის ულამაზეს სანაპიროებზე უფასოდ.
რათქმაუნდა ვერავინ შეეკამათება მოქალაქეებს და შეუზღუდავს უფლებას ჰქონდეთ უფასო და კომფორტული წვდომა სანაპიროებზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ გზით ბევრი ბიზნესი ზიანდება და უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაოს. შესაბამისად უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ რეგულაციბი, რომლებიც დააკმაყოფილებენ დავის ორივე მხარეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *