Latest news
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა - პაციენტებს წამლების სახლში მიღება შეუძლიათ სალონიკი: ჯანმრთელობის ცენტრის  თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს სახანძრო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე განცხადებების მიღების ვადა იწურება  Dentis Pass: 300 000 ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება კირიაკი ღრივას მკვლელობის საქმეზე 4 პოლიციელი სასამართლოს წინაშე წარდგება კიფსელი: გარდაცვლილი ჩვილის საქმეში ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს მასწავლებლები გემის ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ტების ტრაგედიის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მემანქანის შვილი მისცემს რას ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ახალ მშობლებს ეხება  ათენის აეროპორტმა აგვისტოს თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიიღო
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პროგრამა „Εξοικονομώ“-ში მონაწილეები პროექტების დასრულებას 2026 წლის 30 ნოემბრამდე შეძლებენ

პროგრამა „Εξοικονομώ“-ში მონაწილეები პროექტების დასრულებას 2026 წლის 30 ნოემბრამდე შეძლებენ

საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტრომ, ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, გადაწყვიტა, ენერგოეფექტურობის პროგრამების „Εξοικονομώ“-ს (ენერგოდაზოგვის პროგრამა) გარკვეული ბენეფიციარებისთვის რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივოს.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, „Εξοικονομώ 2021“, „Εξοικονομώ 2023“, „Εξοικονομώ 2025“ და „Εξοικονομώ – Ανακαινίζω για Νέους“ (ენერგოდაზოგვა და რემონტი ახალგაზრდებისთვის) პროგრამების მონაწილეებს სარემონტო სამუშაოების დასრულება 2026 წლის 30 ნოემბრამდე შეეძლებათ, თუ ისინი აკმაყოფილებენ განსაზღვრულ პირობებს. ვადის გახანგრძლივება ეხებათ ბენეფიციარებსაც, რომლებმაც უკვე გადაიხადეს ავანსი კონტრაქტორებისა და მომწოდებლებისთვის, ან რომელთა განაცხადებებიც დამუშავების სპეციალურ ეტაპზეა.

განსაკუთრებული წესი ვრცელდება პროგრამაზე „Εξοικονομώ – Ανακαινίζω για Νέους“, რომლის ფარგლებშიც 17 ივლისამდე დამტკიცებული განაცხადების მფლობელებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, პროექტები იმავე ვადამდე  2026 წლის 30 ნოემბრამდე დაასრულონ.

„აღდგენისა და მდგრადობის ფონდის“ მხარდაჭერით, საბერძნეთში განხორციელდა საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ყველაზე მასშტაბური პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 100 000-ზე მეტმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურად გადააკეთა, ხოლო 93 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაფინანსება მიიღო გათბობის სისტემებისა და წყლის გამაცხელებლების (ბოილერების) შესაცვლელად. პროგრამებზე საერთო ჯამში 1,4 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა, რაც მოსახლეობისთვის ენერგოდანახარჯების შემცირებას, საცხოვრებელი ფონდის ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *