Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მიკონოსზე მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა: სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

კუნძულ მიკონოს მახლობლად არალეგალი  მიგრანტებით  სავსე ნავი ამოტრიალდა და ჩაიძირა, შემთხვევას სამი ადამიანი- მამაკაცი და ორი ქალი ემსხვერპლა, ისინი ნავის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილები იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სანაპირო დაცვის კატარღებით, 2 ვერტმფრენით და სახმელეთო მანქანებით დილიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც  კუნძულ მიკონოს ჩრდილო-აღმოსავლეთით საზღვაო ზონაში ორი მიგრანტი, სირიელი და პალესტინელი აღმოაჩინეს,  რომლებიც სავარაუდოდ სხვა ადამიანებთან ერთად  ამოტრიალებულ ნავზე იმყოფებოდნენ.

როგორც თავად მიგრანტებმა განაცხადეს, რომლებიც გადაარჩინეს და კუნძულის პორტში უსაფრთხოდ გადაიყვანეს, ჩაძირულ ნავზე სულ 17 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 4-5 ქალი და 7 წლის ბავშვი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს პორტის კორპუსის ორი კატარღა, ორი ვერტმფრენი (ერთი სანაპირო დაცვის და ერთი საჰაერო ძალები), წყალქვეშა მისიების ჯგუფის ეშელონი, ღია ზღვის გემი და სახმელეთო მანქანები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *