Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთის დიდი ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული

საბერძნეთის დიდი ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული

საკმაოდ მძიმე დღე გაუთენდა საბერძნეთის რესპუბლიკას, რადგან ქვეყნის უმეტეს რეგიონში ხანძარია.

იწვის სახლები ახაიაში, ხანძრის გამო გადაკეტილია პატრა-პირღოსის მიმდებარე ტერიტორია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკაკუაცია ხიოსიდან და პრევეზადან, ძლიერი ხანძარია ზაკინთოზე, არტასა და სტამნაზე.

ძლიერი ქარები მეხანძეებს ხელს უშლიან მუშაობაში და ხელს უწყობენ ცეცხლს სწრაფად მოედოს დიდ ტერიტორიას.

კუნძულ ხიოსზე ხანძარს სამი ძირითადი ჯერა აქვს, იწვის: ვოლისო, პასპილუნდა და პოტამია.

კუნძულ ზაკინთოსზე კი უკვე ყოველგვარ კონტროლს გასცდა ხანძარი ლითაკიაში, აღალასა და კილიომენუსში. 

საბერძნეთის რესპუბლიკამ დახმარება ითხოვა ევროოული სამოქალაქო დაცვის კომიტეტისგან და მეზობელ ქვეყნებს 4 წყალმფრქვევის გამოგზავნა სთხოვა.

დღევანდელი მონაცემებით სრულიად ქვეყნის მასშტაბით 63 ხანძარი გაჩნდა, სახანძრო სამსახური კი ამჟამად 106 ხანძრის კერის ჩაქრობას ცდილობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *