Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს, თუ როგორ ძარცვავს 16 წლის ბიჭი მაღაზიას

ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს, თუ როგორ ძარცვავს 16 წლის ბიჭი მაღაზიას

პრესამ მოიპოვა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის გასულ პარასკევს გამთენიისას მაღაზიაში 16 წლის ბიჭი მის თანამზრახველთან ერთად და დანის მუქარით ითხოვს თანხას.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ სალონიკში კვირას საღამოს 16 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც 30 წუთის განმავლობაში 3 მაღაზიის გაძარცვა მოახერხა.

არასრულწლოვანი საწყის ეტაპზე მინი-მარკეტში შეიჭრა და სხეულის დაზიანების მიყენების მუქარით გამყიდველს 600 ევროს ოდენობის თანხა წაართვა. მინი-მარკეტის დატოვების თანავე, რამდენიმე მეტრში მეორე მაღაზიაში შეიჭრა, საიდანაც გაურკვეველი ოდენობის თანხა გამოიტანა, თუმცა ამას არ დასჯერდა, მეორე მაღაზიის გაძარცვიდან ისევ პირველში მიბრუნდა, საიდანაც დამატებით 200 ევროს ოდენობის თანხა და სიგარეტის შეკვრები გამოიტანა.

შეშინებულმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. დაწყებული გამოძიების შედეგად მალევე მოხერხდა 16 წლის ბიჭის დაკავება და დადგინდა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ჯამში 10 მაღაზია ჰქონდა გაძარცვული საიდანაც 7400 ევროს ოდენობის თანხა ჰქონდა გატანილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *