Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვრცელდება იანნის ლალას მკვლელობის დეტალები 

ვრცელდება იანნის ლალას მკვლელობის დეტალები 

41 წლის იანნის ლალას არახოვაში მდებარე სასტუმროს აივანზე 10-ჯერ ესროლეს. 

გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი მსხვერპლის ყველა ნაბიჯი და ელოდებოდნენ შესაბამის მომენტს მის მოსაკლავად.

იანნის ლალასი მეგობარ ქალთან და კიდევ 2 წყვილთან ერთად იმყოფებოდა არახოვაში შაბათ-კვირის გასატარებლად. 

მკვლელობის ღამეს მსხვერპლი მეგობარ ქალთან ერთად სასტუმროს ოთახის აივანზე იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მას მაშინ ესროლეს, როცა აივანზე მარტო დარჩა. იანნის ლალასი ჩაცხრილეს, რამაც მისი დაუყოვნებლივ სიკვდილი გამოიწვია.

მისმა პარტნიორმა ის სისხლის გუბეში უგონო მდგოამრეობაში იპოვა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იანნის ლალას მოკვლა მაისის თვეშიც სცადეს მისი სახლის წინ. ის ახლო მეგობარი და პარტნიორია სიგარეტის შემომტანი მაფიის წარმომადგენლების. მას ასევე ბრალი ედებოდა ჟურნალისტი ღიორღოს კარაივაზის მჯვლელობაში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *