Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ძლიერი სიცხის ტალღის შემდეგ არასტაბილური ამინდი და წვიმებია მოსალოდნელი

ძლიერი სიცხის ტალღის შემდეგ არასტაბილური ამინდი და წვიმებია მოსალოდნელი

გაუსაძლისი სიცხის ტალღის შემდეგ მომდევნო ორი დღის განმავლობაში საბეძნეთის მოსახლეობა არასტაბილურ ამინდსა და წვიმებს უნდა ელოდოს. ატმოსფეროში შემოსული ცივი ჰაერის მასები შტორმებსა და სეტყვასაც კი გამოიწვევენ. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ჩრდილოეთის ქარები დაუბერავენ, ატმოსფეროში აფრიკული მტვერის რაოდენობაც საგრძნობლად დაიკლებს. 

არასტაბილური ამინდი ორი დღის განმავლობაში გასტანს, ხოლო შაბათს ზომიერი ტემპერატურა შენარჩუნდება. ქვეყანაში ახალ სიცხის ტალღას კი კვირიდან უნდა ველოდოთ. 

როგორც სინოპტიკოსი კლეარხოს მარუსაკისი აღნიშნავს: “ხუთშაბათსა და პარასკევს ატმოსფეროში ცივი ჰაერის მასა ერწყმის ძალიან თბილ ზეტაპირს, რაც იძლევა ინტენსიურ ატმოსფერულ არასტაბილურობას.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *