ზაკინთოს ცნობილი პლაჟი დაიხურა
ზაკინთოში ცნობილი პლაჟი ” ნავაგიო” ტურისტებისთვის ზაფხულის განმავლობაში დახურული იქნება.
ექსპერტების მიერ ჩატარებულმა, ტერიტორიის გეოლოგიურმა კვლევებმა, ეროზიის გამო მეწყერების დიდი რისკი დაადასტურა.
შექმნილი მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო დაუშვებელია სანაპიროზე დარჩენა, ასევე ზღვიდან ან პლატოდან მასთან მიახლოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომელიც 50 ევროდან იწყება და 60 000ევრომდე აღწევს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტურიზმის სფეროში დასაქმებულ წრეებში, რადგან საბერძნეთის ერთ- ერთი მიმზიდველი და მოთხოვნადი სანაპიროს დახურვა თავისთავად გამოიწვევს ტურისტთა ნაკადის შემცირებას და შესაბამისად მცირე ეკონომიკურ შოკს.
შესაბამის უწყებებში ამ დროისათვის აქტიურად განიხილება მთელი რიგი ღონისძიებები აღნიშნული სანაპიროს გამაგრების და რეაბილიტაციისათვის, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში სანაპირომ კვლავ შეძლოს მნახველების მიღება, თუმცა ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული რათქმაუნდა ხალხის უსაფრთხოებაა.
