Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთი

იდუმალი ძველი საბერძნეთი

ძველი ბერძნული ცივილიზაციის ფილოსოფიურმა, პოლიტიკურმა, მხატვრულმა მიღწევებმა შექმნა მემკვიდრეობა, რომელმაც მთელს დასავლურ ცივილიზაციაზე უნიკალური გავლენა იქონია.

ათასწლეულების წინ აღმოჩენებულმა ძველბერძნულმა ცნებებმა მთლიანად  შეცვალეს ადამიანების შეხედულებები სამყაროზე.

ძველ საბერძნეთში დაედო სათავე ისეთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია.

ბერძნულმა პოლიტიკურმა იდეებმა გავლენა მოახდინა მმართველობის თანამედროვე ფორმებზე, ბერძნულმა ქანდაკებებმა შთააგონა მხატვრები ათასწლეულების განმავლობაში, ხოლო ბერძნული ეპიკური, ლირიკული და დრამატული პოეზია დღემდე იკითხება მთელს მსოფლიოში.

ამოუწურავია ძველი ბერძნული სამყარო, გაჯერებული უნიკალური ისტორიული მნიშვნელობის მქონე,  საინტერესო, იდუმალი და  ამოუხსნელი ფაქტებით თუ  მოვლენებით, რომლებიც დღემდე უცნობი  რჩება ან საკამათოა.

ამ უამრავი საიდუმლოდან  განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოთხი, რომელთა გარშემო დავა და კამათი დღემდე არ წყდება სამეცნიერო და  არქეოლოგიურ წრეებში.

ზევსი – ღმერთების ღმერთი  და მთელი კაცობრიობის შემოქმედი,  რომელსაც ცენტრალური ადგილი უკავია ბერძნულ მითოლოგიას, რელიგიასა და კოსმოლოგიაში.

მის მიმართ თაყვანისცემის უკვდავსაყოფად ააგეს ოლიმპიაში,  ზევსის ტაძარში,  ღმერთის მასიური ქანდაკება, რომელიც აღიარებულია როგორც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ- ერთი.

ქანდაკება დროთა განმავლობაში განადგურდა, თუმცა  ამ  ფაქტის გარშემო დეტალები საკმაოდ ბუნდოვანია.

393 წელს, ოლიმპიური თამაშების გაუქმების შემდეგ, ოლიმპიაში ზევსის ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს და დიდი ალბათობით ქანდაკებაც მაშინ განადგურდა.

არსებობს თეორიები და ვარაუდები, რომ  ქანდაკება გადაურჩა ხანძარს.

გადმოცემის თანახმად ზევსის ქანდაკება  კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ქალაქის ერთ- ერთ სასახლეში დაასვენეს შესანახად.

აქედან მისი ისტორიული კვალი იკარგება. ქანდაკება შეიძლება ითქვას, სასწაულებრივად გაქრა და მისი ბედი დღემდე უცნობია.

ჰომეროსი – საიდუმლოებით არის მოცული  კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების, “ოდისეას” და  “ილიადას” ბრწყინვალე ავტორის, ჰომეროსის ვინაობა.

მრავალი მეცნიერი წლების განმავლობაში  სვამდა კითხვებს, იყო  კი ჰომეროსი რეალური პიროვნება,  თუ გამოგონილი პერსონაჟია,  ხოლო მის მიერ შექმნილი  უნიკალური შედევრები  კი სინამდვილეში გუნდური მუშაობის შედეგი – ეს საკითხი  დღემდე  საბერძნეთის ერთ – ერთ თვალსაჩინო საიდუმლოდ რჩება.

მინოტავრი – კიდევ ერთი,  საყოველთაოდ ცნობილი მითი მინოტავრზე, უზომოდ ძლიერ და საშინელ  არსებაზე, რომელიც  მეფე მინოსს ჰყავდა დატყვევებული კრეტაზე, მის მიერ აგებულ ლაბირინთში.

არქეოლოგები წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებნენ  კრეტაზე,  თქმულებაში აღწერილი  ლაბირინთის  რეალურ ნაშთებს,როგორც ამ ლეგენდის უტყუარობის  დამადასტურებელ ფაქტს, თუმცა უშედეგოდ.

მაგრამ,   ბოლო  დროს კრეტას ქალაქ გორდინას მახლობლად ჩატარებულმა კვლევებმა გააჩინა იმედი, რომ ცნობილი ლაბირინთი შესაძლოა მართლა არსებობდა და მალე აღმოჩენილიყო.

მისტიური  პართენონი – არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, ძველი ბერძნული სამყაროს  თანამედროვეობასთან დამაკავშირებელი ბრწყინვალე ძეგლი,  არაჩვეულებრივი არქიტექტურითა და ისტორიით, მიძღვნილი ქალღმერთ ათენასადმი,  როგორც ქალაქის მფარველი ღმერთის.

პართენონი დღემდე ანცვიფრებს მსოფლიოს თავისი სტილით, სრულყოფილი არქიტექტურული პროპორციებითა და განსაცვიფრებელი სილამაზით.

იდუმალი და გამოუცნობი რჩება  დღემდე ტაძრის შიდა სახე, კედლების მხატვრობა და ფრესკები, რომლებიც ამშვენებდა ტაძარს ათენას დიდი ქანდაკების ირგვლივ.

რადგან ეს ყველაფერი დღეისათვის თითქმის  განადგურებულია, მეცნიერებს მხოლოდ ჰიპოთეზების და ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ არსებული ნაშთების საფუძველზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *