Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ზაკინთო: ნავაიოს ცნობილი სანაპირო კვლავ დაკეტილი რჩება

ზაკინთოს საპორტო განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ახალი რეგულაციით, ცნობილ ნავაიოს პლაჟზე არსებული დაზიანებების გამო  ცურვა კვლავ აკრძალული რჩება. ნებადართულია მხოლოდ სანაპიროსთან გემით მიახლოება და გაჩერება 20 წუთის განმავლობაში, რათა ტურისტებმა შეძლონ ფოტოების გადაღება.

კერძოდ, აკრძალულია წარმოსახვითი ხაზის გადაკვეთა,  რომელიც აერთებს ნავაიოს პლაჟის ჩრდილოეთ და სამხრეთ ბოლოებს, ნებისმიერი მოტორიზებული ან ნიჩბებიანი  ნავის საშუალებით და ასევე  ზღვის აბაზანის მიღება, ასევე აკრძალულია სანაპიროსთან მიახლოება ნებისმიერი მხრიდან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში.

რეგულაცია ასევე განსაზღვრავს იმ საზღვრებს, რომლებშიც ნებადართულია ნებისმიერი მოტორიზებული ან არამოტორიზებული მცურავი სატრანსპორტო საშუალების მიახლოება ზაკინთოსის ყურეში.

ძირითადი საათები, რომლებშიც  შეიძლება სანაპიროსთან მიახლოება არის ყოველდღიურად დილის 8:00-დან 15:30-მდე და ნებადართულია  სულ 15 საზღვაო სატრანსპორტო საშუალების ერთდროულად შესვლა ყურეში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *