Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ზვიგენი, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა მეთევზეებმა დაიჭირეს, გაკვეთისას ტურისტის სხეულის ნაწილები იპოვეს

8 ივ­ნისს, ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­დის ტუ­რის­ტულ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 23 წლის რუსი ტუ­რის­ტი ვლა­დი­მერ პო­პო­ვი ზვი­გენ­მა შე­ჭა­მა.

ახალგაზრდა სა­ნა­პი­რო­ზე მა­მას­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად მი­ვი­და და წყალში შესვლის შემდეგ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად, ფაქ­ტიურად წამებში მოხდა.

მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, მათ ახალ­გაზ­რდის­კენ მა­შინ­ვე გა­ცუ­რეს, რო­დე­საც ყვი­რი­ლი გაიგონეს, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ტრა­გე­დი­ას 23 წლის მაშ­ვე­ლი მო­ჰა­მე­დი შე­ეს­წრო. ხუთ­შა­ბათს ის კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე მო­რი­გე­ობ­და. მისი თქმით, იმ დღეს სა­ცუ­რაო პი­რო­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რი იყო.

“რო­დე­საც მის­კენ მივ­ცუ­რავ­დი, წყა­ლი წით­ლად შე­ი­ღე­ბა. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ მას ხელი აღარ ჰქონ­და. შემ­დეგ კი ზვი­გე­ნი გა­მოჩ­ნდა. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდე­ბო­და. იქვე ახ­ლოს ქალი ცუ­რავ­და. მისი ნავ­ში ჩას­მა და ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ, შემ­დეგ კი ისევ გავ­ცუ­რეთ მა­მა­კა­ცის­კენ. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვარ,  მას შემ­დეგ არ მძი­ნე­ბია და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვაზ­როვ­ნებ, ”- იხ­სე­ნებს მაშ­ვე­ლი.

ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ  მაშ­ველს ზვი­გე­ნი იქ აღარ  დახ­ვდა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის  და­ი­ჭი­რეს.

“თავ­და­პირ­ვე­ლად გვე­გო­ნა, რომ ორ­სუ­ლი მდედ­რი ზვი­გე­ნი იყო, რად­გან მას უზარ­მა­ზა­რი მუ­ცე­ლი ჰქონ­და. რო­დე­საც გავკვე­თეთ, შიგ­ნით გარ­დაც­ვლი­ლის თავი და ხელი ვი­პო­ვეთ”, – გა­ნა­ცხა­დეს მე­დი­ას­თან მე­თევ­ზე­ებ­მა.

ზვი­გე­ნი ორმა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზემ ბა­დით და­ი­ჭი­რა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჰა­მი­დი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ მტა­ცებ­ლის ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნა­ში 15 ადა­მი­ა­ნი და­ეხ­მა­რა.

ვლა­დი­მერ პო­პო­ვის მამა აღი­ა­რებს, რომ მისი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რის სარა მე­რეშ­კო­ვას თქმით კი, ინ­ცი­დენ­ტი ნა­პი­რი­დან 30 მეტრში მოხ­და და ეს იყო ცურ­ვის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ზონა. იქვე იყო წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­ში თა­ვად ტუ­რის­ტე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე, რად­გან თევ­ზის გა­მოკ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს იზი­დავს დიდ მტა­ცებ­ლებს.

მომ­ხდა­რი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტე­ბი, ჰურ­გა­და და შარმ ელ-შე­ი­ხი, წლე­ბია რაც რუ­სე­ბის­თვის დას­ვე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლია. მათ დიდი არ­ჩე­ვა­ნი აღარც აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ.

სა­ნა­პი­როს გას­წვრივ წყალ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც, ისი­ნი მთე­ლი ძა­ლით გა­მორ­ბოდ­ნენ ნა­პი­რის­კენ.

ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდის გა­და­სარ­ჩე­ნად ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

პო­პო­ვის მამა ეგ­ვიპ­ტე­ში შვი­ლის ცხედ­რის კრე­მა­ცი­ას და მისი ფერ­ფლის რუ­სეთ­ში გა­და­ტა­ნას გეგმავს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი აზ­რით, ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრო თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს. ისი­ნი იხ­სე­ნე­ბენ იგი­ვე ად­გი­ლას მომ­ხდარ სხვა ინ­ცი­დენ­ტსაც, კერძოდ შარ­შან მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­დე­საც ჰურ­გა­და­ში ავ­სტრი­ის 68 წლის მო­ქა­ლა­ქეს ზვი­გე­ნი და­ეს­ხა და ხელ­სა და ფეხ­ზე უკბი­ნა. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შეძ­ლო წყლი­დან გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ქალი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს – ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შო­კის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ იყო ზღვის მტა­ცებ­ლის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი, ცნო­ბი­ლი გახ­და ასევე კბე­ნით გარ­დაც­ვლი­ლი რუ­მი­ნე­თის 44 წლის მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რომ­ლის ცხე­და­რი რიფ­ზე იპო­ვეს.

რა არის ზვი­გე­ნე­ბის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი?

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მუ­სულ­მა­ნუ­რი დღე­სას­წუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ვაჭ­რებს ათი­ა­თა­სო­ბით შე­სა­წი­რი ცხვა­რი და ძრო­ხა წყლით გა­დაჰ­ყავთ. გზა­ში გარ­დაც­ვლილ ცხო­ვე­ლებს კი და­უ­ფიქ­რებ­ლად ყრი­ან წყალ­ში, რაც ზვი­გე­ნებს სა­ნა­პი­როს­კენ იზი­დავს.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, მოგ­ზა­უ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭ­მე­ვენ ზვი­გე­ნებს ხორცს, რათა ისი­ნი ნა­პი­რის­კენ მო­ი­ზი­დონ და შემ­დეგ ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღონ.

ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰურ­გა­დას სა­ნა­პი­როს­თან ცურ­ვა და და­ი­ვინ­გი ორი დღით აკ­რძა­ლა. ამ­ჟა­მად აკ­რძალ­ვა უკვე მოხ­სნი­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტუ­რის­ტებს სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *