Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

შიშველმა მგზავრმა მიუნხენიდან სოფიაში ფრენა სამსაათნახევრით გადადო

პარასკევს (23/6), გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს რეისზე მიუნხენი-სოფია, ქაოსი სუფევდა.

შიშველმა მგზავრმა ქალმა მიუნხენიდან სოფიაში  ფრენის დაწყება  რამდენიმე საათით გადადო. როგორც ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა,  27 წლის ბულგარელი ქალი პარასკევს ღამით  თვითმფრინავში ასვლამდე მთლიანად გაშიშვლდა და ხმამაღლა ყვიროდა.

პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს, ვერ შეძლეს მისი დამშვიდება და ასევე ვერ აიძულეს ტანსაცმელი ჩაეცვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა სცადა მისთვის საბანი შემოეხვია, ამ მცდელობისას  ქალმა პოლიციელს მარცხენა მხარზე უკბინა, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა გამოეყენებინა „პირდაპირი ძალა“ კბენისგან თავის დასაცავად.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ჩარევის შემდეგ  ქალი თვითმფრინავიდან  გამოიყვანეს და პოლიციის თანხლებით რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ისევ გაუწია წინააღმდეგობა სამართალდამცავებს, თავს დაესხა მათ და სხეულის დაზიანება მიაყენა.

“დაკბენილ” პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მან სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო,  აღნიშნული ინციდენტის გამო  რეისი გერმანიიდან  ბულგარეთის მიმართულებით  სამსაათნახევრიანი  დაგვიანებით განხორციელდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *